18/05/2018 magda

წიგნის პრეზენტაცია ბერლინში – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, მონაწილეობა მიიღო 17 მაისს ბერლინში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“, რომელიც გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს (DGAP) ორგანიზებით ჩატარდა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის, ევროკავშირის, ირანისა და ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგო ინტერესების გასაყარზე მდებარეობს. რეგიონი ხასიათდება სუსტი სახელმწიფოებრიობით და გადაუწყვეტელი კონფლიქტებით. სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს შორის წამყვანი ადგილი დროში გაწელილ სეპარატისტულ კონფლიქტებს უჭირავთ, რომლებშიც გარე აქტორებიც, მათ შორის რუსეთიცა და თურქეთიც, არიან ჩართულნი. ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას და მის გარდაქმნას. ამის მიუხედავად, მზარდი კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში რუსეთსა და დასავლეთს, თურქეთს და მისი მოკავშირეებს შორის, რასაც თან ერთვის, ჩინეთის გაძლიერება, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე.

სწორედ ეს საკვანძო საკითხებია განხილული წიგნში – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“, რომელიც კორნელი კაკაჩიასშტეფან მაისტერისა და ბენჟამინ ფრიკეს რედაქტორობითა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ღონისძიება მიზნად ისახავდა, წიგნში მოცემულ საკითხების მიმოხილვას და მსჯელობას იმაზე, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს ფეხი აუწყოს ცვალებად სიტუაციას მის სამეზობლო პოლიტიკაში, რათა დარჩეს რელევანტური სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

წარდგენა:

დოქტ. შტეფან მაისტერი
ხელმძღვანელი,
გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს (DGAP) რობერტ ბოშის ცენტრი
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით

მომხსენებლები:

კორნელი კაკაჩია
აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

ბენჟამინ ფრიკე
მეცნიერ-თანამშრომელი, რეგიონული პროგრამის “სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი”, კონრად ადენაუერის ფონდი

ლისინია სიმაო
ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კოიმბრას უნივერსიტეტი

 

ავტორი

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,