04/07/2016 GIP

არც ისე წვიმს როგორც ქუხს: ბრექსიტის დადებითი შედეგები

Author

მარიამ ტაბატაძე

მარიამ ტაბატაძე
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა ანალიტიკოსთა ქსელის წევრი 

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი ითქვა იმ უარყოფით გავლენაზეც,  რაც შეიძლება მოჰყვეს Brexit-ს როგორც დიდი ბრიტანეთისათვის, ასევე ევროკავშირისათვის. Brexit-ის მომხრეების მხრიდან გავრცელებული არაერთი არასწორი ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საეჭვოა ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს გააზრებული ჰქონდეს რეფერენდუმის პოტენციური შედეგები. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ერთი უდავო გარემოება, ამ პერიოდმა კარგად გამოაჩინა ბევრი  პრობლემა  და გამოწვევა,  რომლის წინაშეც დგას ევროკავშირი. შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა ეს მოვლენა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და  წინსვლის შესაძლებლობა დაინახოს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ევროკავშირის “ურჩი შვილი“, რასი დასტურიც ისტორიულ წარსულშიც მოიძებნება. Brexit – შესანიშნავი შესაძლებლობაა,  რომ მოლაპარაკებები (re-negotiate) დაიწყოს ევროკავშირის ხელშეკრულებებზე და გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები.  აგრეთვე უნდა ითქვას, რომ იმ დადებით შედეგებს რაც შეიძლება Brexit-მა ევროკავშირს მოუტანოს, შესაძლოა თან ახლდეს უარყოფითი გავლენა საქართველოზე.

13595580_10153535838882062_2020610638_nრეფერენდუმის შედეგებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა არასასურველი სიმართლე: კერძოდ ის, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას არამცთუ არ გაუზიარებია ევროპული ღირებულებები როგორც საკუთარი, არამედ ბოლომდე არასდროს დათანხმებულა ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირი, ბევრი ბრიტანელისათვის იყო ეკონომიკური ერთობა და იმ ფონზე, როდესაც ახლა ევროკავშირი ერთდროულად მრავალი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ბრიტანეთმა გადაწყვიტა მისი დატოვება. ეს პროცესი არის დემოკრატიული და ევროკავშირმაც პატივი უნდა სცეს წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას.

დიდი ბრიტანეთი, როგორც ევროკავშირის „ ურჩი ბავშვი“.

ფუნდამენტური განსხვავებების გამო, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო საკითხებს,  დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უპირისპირდებოდა ევროკავშირის  სრულ ინტეგრაციას და ხელს უშლიდა მას წინსვლაში. 1946 წელს ჩერჩილის მიერ ევროპის შეერთებულ შტატებზე საუბარი სულაც არ გასდევდა ძირითად მოტივად ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობას, პირიქით ისტორიას შემორჩა არაერთი მტკიცებულება დაძაბული უერთიერთობის არსებობისა. 1973 წელს, როდესაც ინგლისი ეკონომიკურ გაერთიანებაში შევიდა 1973 წელს, მუშათა პარტიამ  დაიწყო ამ კავშირის წინააღმდეგ  ბრძოლა. ამბობდნენ , რომ მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა , რომელმაც მათი ქვეყანა ევროპის ნაწილად მიიჩნია, დიდი ბრიტანეთი ამ გაერთიანების სრულად მაინც ვერ მიიღებდა. ის ფაქტი, რომ არც კონსერვატორები „ატარებდნენ  გულით“ ევროკავშირს, დაადასტურა მარგარეტ ტეჩერმა რომელმაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1979 წელს გააკეთა შემდეგი განცახდება:  „I want my money back”. იგი ფიქრობდა რომ ბრიტანეთის შენატანი აღემატებოდა იმ შემოსავალს ევროკავშირიდან, რასაც ქვეყანა იღებდა და სურდა კიდეც ამ თანხის დაბრუნება. მარგარეტ ტეტჩერმა ევროსაბჭოს წინაშე არაერთხელ განაცხადა, რომ უპირსპირდებოდა ფედერალურ ევროპას და იდეას ევროკავშირის შესაძლო საკუთარი რესურსების თაობაზე. კრიტიკის ობიექტი იყო აგრეთვე საერთო მონეტაც – „ tell to frecnh fool to where  stuff his ECU (European Currency Unit))

ბრიტანეთს აქვს  „ opt out clause“  სოციალურ ქარტიაზე, მაასტრიხტის 1992 წლის ხელშეკრულებასა (ევროს მიღების  ნაწილში) და 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულებაზე. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც ბრიტანეთი ფედერალისტებად თვლიდა, ვეტოს ადებდა. 2006 წელს , ბრიტანეთში ახალი ანტი-ევროპული პარტია Better Off Out Group შეიქმნა.  2008 წელს ცენტრისტები,  უკვე ითხოვდნენ რეფერენდუმის ჩატარებას ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე.

ბრიტანეთი  არ ყოფილა ევროზონის და არც შენგენის მხარე . უფრო მეტიც, რეფერენდუმამდე ჩატარებული მოლაპარაკებები რაც კამერონმა აწარმოა 27 ქვეყნის ლიდერთან, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს  ბრიტანეთის ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტებს. (მოლაპარაკებები შეეხებოდა მიგრაციის, ეკონომიკისა და სუვერენიტეტის საკითხებს და  ბრიტანეთმა მოლაპარაკებების ბოლოს თითქმის მიაღწია სასურველ შედეგს.)

Brexit – როგორც ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირისათვის.

ევროკავშირმა  დიდი ბრიტანეთის გასვლა განვითარების შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს და განახორციელოს თავისი ამბიციური გეგმები. „ever closer union“ -ის  იდეა  ბრიტანეთის გარეშე , შედარებით ადვილად მიღწევადია.  რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების პასუხად, ანგელა მერკელმა პირველი 6 დამფუძნებელი ქვეყნის ლიდერები დაიბარა და მათთან აღნიშნული იდეის განვრცობაზე დაიწყო საუბარი.
„კონტინენტურ ევროპას“ აქვს უკეთესი  შესაძლებლობა მიაღწიოს იმ ამბიციურ პროექტებს რომელიც დაისახა და გახდეს მეტად ინტეგრირებული. მაგალითისთვის ავიღოთ “ fiscal policies ” , გაერთიანებული  ფისკალური პოლიტიკა (ევროზონაში  ასიმეტრული შოკების მოსაშორებლად), რაზეც თანხმობას ბრიტანეთი არასოდეს გასცმდა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა , ტერორიზმის წინააღმდეგ ბროძლა, ევროპოლის გაძლიერება მისი კომპეტენციის გააზრდით  და ა.შ.   ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლის მიმართულებითაც შეიძლება ჩატარდეს რეფორმები, ევროლიდერებმა კი ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გაანალიზონ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ,  რომ ევროპის ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანების შემქნიდან ,დიდი ბრიტანეთი დაახლოებით  20 წლის შემდეგ შემოუერთდა მათ  და სულაც არ აქვს  ფუნდამენტალური  როლი  ევროკავშირის მშენებლობაში, პირიქით, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ის ყოველთვის უპირისპირდებოდა სრულ ინტეგრაციას.

დიდი ბრიტანეთმა  არჩევანი გააკეთა გამხდარიყო „ ისევ კუნძული“, ეს დემოკრატიული პროცესია და ევროკავშირმა უნდა ისწავლოს მის გარეშე ცხოვრება.

უარფოფითი შედეგები საქართველოსთვის ?

კრემლში ალბათ ზეიმია. „მოსკოვი“ უკვე დიდი ხანია ეძებს შესაძლებლობას რომ  იხილოს დასუსტებული ევროკავშირი, ბრექსიტით კი მისი ეს მიზანი ადვილად მიღწევადია, ისე რომ თავად არანაირი მოქმედება არ უწევს.

„დანაწევრებული“ ევროპა  უახლოეს მომავალში დაკავებული იქნება  მხოლოდ საკუთარი შიდა პრობლემებით, უკეთესი ინტეგრაციისათვის ზომების მიღებით , ეს კი პუტინს აძლევს საშუალებას, ძალები გაიმაგროს. ასევე ალბათობა იმისა რომ ევროკავშირის  რუსეთისადმი მკაცრი დამოკიდებულება შეიცვალოს  დიდია. მოსკოვის მერმა სერგეი სობინინმა აღნიშნა – „ დიდი ბრინატეთის გასვლის შემდეგ,  ევროკავშირში არავინ დარჩება ვინც რუსეთისადმი სანქციების გამკაცრების იდეას დაიცავს .“  რუსეთის მიმართ გერმანიისა და საფრანგეთის დამთობი პოლიტიკის  ფონზე, Brexit-ს შესაძლოა მოჰყვეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები. სწორედ იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს შედარებით დასუსტებული ევროკავშირმა over close union – იდეა უნდა განავრცოს .

ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ- ერთი მტკიცე მოკავშირე  და მხარდამჭერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა . მისი საგარეო პოლიტიკიდან  აღსანიშნავია ის ფაქტი რომ , ევროკავშირის  მიერ საქართველოში განხორციელებულ სადამკვირვებლო მისიაში – EUMM  Georgia , გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის საკუთარ ისტორიაში  ერთ-ერთი დიდი შენატანი გაიღო (კოსოვო – 40 კაცი , საქართველო – 19 ,  ავღანეთი- 9). იმ გარემოებამ, რომ საქართველომ შესაძლოა ბრიტანეთის სახით  მხარდამჭერი დაკარგოს, ახლო მომავალში სავარაუდოდ მოახდენს ჩვენს სახელმწიფოზე უარყოფით გავლენას.

და ბოლოს ,  როგორც შოტლანდიაში   ევროკავშირის მომხრეები აცხადებენ, გარდაუვალია გაერთიანებული სამეფოდან  გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  მდგომარეობას თუ მივიღებთ მხედველობაში, შოტლანდიის  მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ  შესაძლოა ბიძგი მისცეს მსგავს ტენდენციას სხვა ქვეყნებში  და  მიუხედავად იმისა, რომ  ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება,  შოტლანდიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ შეიძლება დააზიანოს  საქართველოს ეროვნული ინტერესები. განსაკუთრებით სახიფათოა ეს ტენდენცია იმ ფონზე როდესაც ევროკავშირი უფრო შიდა პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული და სავარაუდოდ ჩვენთვის არ ეცლება. ასეა თუ ისეა ფაქტია რომ ევროკავშირი თავისიი ისტოორის მანძილზე ერთ-ერთ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და მხოლოდ დრო გვანახებს რამდენად მოახერხებენ ევროპელი ლიდერები არსებული კრიზისის დაძლევას.

, , , , ,