31 მაისს პროექტი ”გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი სამხრეთ კავკასიაში” სემინარით გაიხსნა, რომელსაც პროექტისთივს შერჩეული მკვლევარები დაესწრნენ. პროექტი GIP– ის ორგანიზებითა და „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ის მიზნად ისახავს ისეთი საკითხის განხილვას, როგორებიცაა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს შეცვლა; ასევე, რეგიონალური მოქმედი პირების, თურქეთის, რუსეთისა და ირანის როლის განსაზღვრა; პროექტის მიზანია დანერგოს ინფორმირებული პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა, აზერბაიჯანში, აღნიშნულ რეგიონში ევროკავშირის გავლენის გაძლიერების მოტივით.
პროექტისთვის შეირჩა 6 ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ისინი პროფესიონალი ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარებენ კვლევას სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, ასევე მათ შედეგებზე სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ რეგიონსა და ევროკავშირზე. შედეგად GIP გამოაქვეყნებს ახალგაზრდა მკვლევარების მიერ მომზადებულ პოლიტიკურ პუბლიკაციებს. პროექტით GIP გუნდი ცდილობს გაზარდოს კვლევის ხარისხი და გააქტიუროს დებატები გეოპოლიტიკური ცვლილებების გარშემო, როგორც ექსპერტებში, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებსა და პოლიტიკოსებში.
პირველი სემინარი მიზნად ისახავდა კვლევის პროცესის ხელშეწყობას, მკვლევარების ერთმანეთთან გაცნობასა და მომდევნო თვეების სამუშაო გეგმის განხილვას. სემინარის მთავარი თემა იყო თუ როგორ უნდა ჩატარდეს პოლიტიკის გარშემო კვლევა. სასწავლო შეხვედრა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა დოქტორმა კორნელი კაკაჩიამ ჩაატარა.
გაიცანით 6 ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან:
ჰასმიკ ხაჩატურიანმა შეისწავლა პოლიტოლოგია „ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (სომხეთი), შუა აღმოსავლეთის კვლევები „ლუნდის უნივერსიტეტში“ (შვედეთი) და ევროპული პოლიტიკა „ევროპის კოლეჯში“ (ბელგია). მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მოღვაწეობას „საგარეო საქმეთა ასოციაციაში“ (შვედეთი), სადაც მუშაობდა როგორც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ანალიტიკოსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა „გერმანიის მარშალის ფონდისთვის“ როგორც პოლიტიკის შემქმნელთა გუნდის წევრი; „ევროპელ დემოკრატთა ინსტიტუტში“ (ბელგია) კი როგორც საგარეო პოლიტიკის მეცნიერ – თანამშრომელი.
ალბერტ ჰაირაპეტიანი არის დოქტორი ეკონომიკაში. ის არის სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტ “ამბერდის” კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი და, ასევე, „სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის ასისტენტ-პროფესორი. იგი ასევე არის მოწვეული ლექტორი „სამხრეთ ფედერალურ უნივერსიტეტში“, დონის როსტოვში. ალბერტს აქვს „ევროპის კოლეჯის“ მაგისტრის დიპლომი, ევროპული ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით და „სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის“ მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი მთავარი ინტერესის სფეროებია ევროკავშირის პოლიტიკა, პოლიტიკა და რეგიონული ინტეგრაცია.
ვასიფ ჰუსეინოვი არის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის (AIR ცენტრი) უფროსი მრჩეველი და აზერბაიჯანის ბაქოში, „ხაზარის უნივერსიტეტის“ აფილირებული ლექტორი. მას აქვს მოპოვებული პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი „გოტინგენის უნივერსიტეტში“ (გერმანია), მაგისტრის ხარისხი „გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის კასელის უნივერსიტეტში“ (გერმანია) და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი „სახელმწიფო მმართველობის აკადემიაში“ (ბაქო, აზერბაიჯანი). დოქტორ ჰუსეინოვის სწავლას გერმანიაში სრული სტიპენდიით აფინანსებდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD). იგი ადრე მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან (SAM), სტრატეგიული კვლევების ცენტრში და ბაქოს ADA-ს უნივერსიტეტში.
მიხეილ სარჯველაძე არის „კონრად ადენაუერის ფონდის“ სამეცნიერო სტიპენდიის ფარგლებში „გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტის“ (SWP) მოწვეული თანამშრომელი. SWP– ში იგი იკვლევს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტში. მიხეილ სარჯველაძეს აქვს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი „კიოლნის უნივერსიტეტიდან“, ხოლო „იენის უნივერსიტეტის“ მაგისტრის ხარისხი პოლიტიკისა და მე -20 საუკუნის ისტორიაში. მიხეილ სარჯველაძემ შეისწავლა გერმანული ენა / ლიტერატურა და სოციალური მეცნიერებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და „გისენის უნივერსიტეტში“. მან პროფესიული გამოცდილება მიიღო იენასა და კიოლნის უნივერსიტეტებში, გერმანიის ბუნდესტაგში, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისსა და საქართველოში მოქმედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში.
ბაჰრუზ სამადოვი არის დოქტორანტურის სტუდენტი პრაღაში, „ჩარლზის უნივერსიტეტში“, სადაც სწავლობს ავტორიტარიზმსა და სტაბილურობას აზერბაიჯანში. მან მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში“ 2019 წელს. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს პოსტ-სტრუქტურალისტურ თეორიებს, პოლიტიკურ ონტოლოგიას, კრიტიკულ თეორიას, ავტორიტარიზმის კვლევებსა და პოპულიზმის კრიტიკულ მიდგომებს. მისი მოსაზრებები გამოქვეყნებულია სამხრეთ კავკასიაზე ორიენტირებულ მედიაში.
მარიამ გამდლიშვილი არის „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ სახალხო დიპლომატიისა და გლობალური კომუნიკაციების ინსტიტუტის, ედმუნდ მასკის მკვლევარი. მარიამის გამოცდილება მოიცავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას, სტრატეგიულ და გლობალურ კომუნიკაციებს, დეზინფორმაციის თემებს ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის ლაბორატორიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრში, საქართველოს სახელმწიფო სამინისტროში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მარიამმა ახლახანს მიიღო კომუნიკაციების მაგისტრის ხარისხი „სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში“, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის კვლევებში (CIFE Erasmus +) და BSc დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში. მარიამის სამეცნიერო ინტერესებში შედის კომუნიკაციური კვლევები, დეზინფორმაცია, რბილი ძალა, გლობალური / პოლიტიკური და საერთაშორისო კომუნიკაციები, სახალხო დიპლომატია, აღმოსავლეთ ევროპა, სამხრეთ კავკასია და რუსეთი.