14/07/2020 magda

საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2020-07-14 09:19:05

ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის შესრულება 2020 წლისთვის“ მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის პროგრესის შესახებ პირველი დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადებაში, რომელიც აერთიანებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტიზას, მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 14-მა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. ანგარიში ფარავს აღმოსავლეთ პარტნირობის ხუთივე პრიორიტეტულ მიმართულებას: კომპლექსური შედეგები, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო მტკიცე კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება. თითოეული შედეგის მიმოხილვა მოიცავს 2020 წლისთვის 20 შედეგის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის, შედეგებისა და დარჩენილი გამოწვევების ანალიზს. ანგარიში ასევე შეიცავს რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია აღნიშნული ჩარჩოს სარგებლის მაქსიმიზაცია და საქართველოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან აუცილებელი რეფორმების ადვოკატირება.

აღნიშნული პუბლიკაცია მიზნად ისახავს წინაპირობის შექმნას დისკუსიისთვის და წარმოადგენს რესურსს მთავრობის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, დიპლომატიური საზოგადოების, დარგის ექსპერტების, მოქალაქეებისა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებით.

 

, , , , , , ,