27/05/2022 GIP

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები საქართველოსთვის: დროა მოქმედებისთვის?

გაეცანით ნაშრომს

Author

Ana Andguladze


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2022-05-27 16:42:43

ანა ანდღულაძე

რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელმა აგრესიამ და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსეთის სისასტიკემ დასავლეთსა და მის თანამოაზრე მოკავშირეებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო ერთიანობა შექმნა. აღნიშნულმა ქვეყნებმა მიიღეს რუსეთის იზოლაციაზე მიმართული, მტკიცე პოლიტიკური და ეკონომიკური ზომები, რათა აიძულონ კრემლი, შეწყვიტოს სამხედრო იერიში უკრაინაზე. გეოპოლიტიკურ კონტექსტში მომხდარი ცვლილებები მოწმობენ ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩავარდნაზე. აქედან გამომდინარე, საქართველომ, რომლის ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უნდა შეიმუშაოს პროაქტიული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის სტრატეგია თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ახალი გეოპოლიტიკური არქიტექტურის ფონზე, რომელიც დღეს ყალიბდება რეგიონში, საქართველოს მთავრობას ესაჭიროება მკაფიო, ერთიანი ხედვა, რათა მინიმუმამდე შეამციროს უსაფრთხოების რისკები და მოიპოვოს მისი დასავლელი მოკავშირეების სრული მხარდაჭერა უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროპულ ოჯახში მისი ადგილის შენარჩუნების კუთხით. უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული რისკების საპასუხოდ, საქართველომ უნდა იმოქმედოს პროაქტიულად, შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკა, მტკიცედ გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მოითხოვოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები. ამავდროულად, დასავლელმა პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ საქართველო და უმაღლეს დონეზე უნდა გამოხატონ მის მიმართ მხარდაჭერა, რათა მინიმუმამდე შეამცირონ რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენულ მისწრაფებებს.

საკვანძო სიტყვები: რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველო, საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირი, ნატო.

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის ნარკვევში:

  • საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში
  • დასავლეთის პასუხი რუსეთს
  • საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები
  • ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის მნიშვნელობა

 

ავტორი მადლობას უხდის ელენე ფანჩულიძეს მისი მნიშვნელოვანი წვლილისა და შენიშვნებისთვის.

პოლიტიკის ნარკვევი #40 | მაისი 2022

, , , , , ,