2022 წლის 13 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან (ACGRC) და ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (IPRE) პარტნიორობით ჩაატარა ონლაინ ფორუმი: საქართველო – მოლდოვა – სომხეთი – “როგორ შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომი დემოკრატიასა და მმართველობას აღმოსავლეთ პარტნიორობაში.”
ვირტუალური ფორუმი მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება მააიკე ვან კოლდამმა და ნიდერლანდების სამეფოს საქმეთა რწმუნებულმა მოლდოვაში, ბ-ნმა ფლორის ვან ეიკმა. ფორუმი ორ პანელურ სესიად ჩატარდა შემდეგ თემებზე:
- ევროკავშირში ინტეგრაცია და მისი გავლენა ეფექტიან მმართველობასა და დემოკრატიულ პროცესებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ.
ფორმუმის მოდერატორი იყო ქალბატონი ანა ანდღულაძე, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი (ULB)
ფორუმის პირველი პანელის მომხსენებლები გახლდენენ: დოქტ. სტეპან გრიგორიანი (ბორდის თავმჯდომარე, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრი (ACGRC), ბ-ნი იულიან გროზა (აღმასრულებელი დირექტორი, ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტი (IPRE), მოლდოვა) და დოქტ. შოთა კაკაბაძემ (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი). მათ ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე და მისი გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. Მომხსენებლებმა პანელური დისკუსია გამართეს შემდეგი კითხვების გარშემო: რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციამ და როგორ იმოქმედებს ახალი დინამიკა დემოკრატიზაციის პროცესზე ამ ორ ქვეყანაში? (მოლდოვა და საქართველო) აყენებს თუარა შექმნილი დინამიკა გამოწვევების წინაშე სომხეთს? და რა შესაძლებლობები შეიძლება გაიხსნას საქართველოსა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში?
მეორე პანელის განმავლობაში, მოწვეულმა მომხსენებლებმა, დოქტ. სერგი კაპანაძემ (თანადამფუძნებელი, GRASS), დოქტ. სონია შიფერსმა (დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი, სამხრეთ კავკასიის რეგიონი) და ბ-ნმა დმიტრო შულგამ (ევროპის პროგრამის დირექტორი, საერთაშორისო რენესანსის ფონდი) განიხილეს აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ და აუდიტორიას თავიათი შეხედულებები შესთავაზეს პროცესების განვითარების თაობაზე.
აღნიშნული ფორუმი ჩატარდა პროექტის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის: საქართველო, მოლდოვა და სომხეთი“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP, საქართველო) ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან (ACGRC, სომხეთი) პარტნიორობით. პროექტი სარგებლობს ნიდერლანდების რეგიონული პარტნიორობის ფონდის MATRA-ს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობაში (EaP) რეგიონული თანამშრომლობისთვის.