კარგავს თბილისი თავის სტრატეგიულ კომპასსა და საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს? ეს კითხვა დაისვა ნორვეგიაში, ოსლოში გამართულ სემინარზე – “საქართველო გზაჯვარედინზე: კარგავს თუ არა თბილისი თავის სტრატეგიულ კომპასს?”, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) მიერ.
GEOPATH-ის ფარგლებში გამართულ სემინარზე მიწვეული მომხსენებლები გახლდნენ პროფ. კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი) და დოქტ. ქეთევან ბოლქვაძე (ლუნდის უნივერსიტეტი). მათ ერთობლივად განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს მყიფე მდგრადობა რუსული საფრთხეების მიმართ, ასოცირებული ტრიოდან გამოყოფის რისკები და დღეს არსებული სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევები.
სემინარის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დინამიკაზე, რომელიც ამჟამად მზარდ დაძაბულობას იწვევს თბილისსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის. პარტიებს შორის პოლარიზაცია და დემოკრატიული რეგრესია კვლავ უკან ხევს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სემინარის ფარგლებში გაჟღერდა ხედვები, თუ როგორ შეიძლება დაძლიოს თბილისმა არსებული გამოწვევები და, ასევე, გაჟღერდა პერსპექტივები, როგორ შეიძლება შეთანხმდნენ დაპირისპირებული მხარეები ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.