ექსპერტთა კონფერენცია სახელწოდებით „ახალი შავი ზღვა: როგორ ცვლის უკრაინაში მიმდინარე ომი რეგიონს”, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, 29 ნოემბერს ჩატარდა.
აღნიშნულმა კონფერენციამ შეკრიბა აკადემიკოსები და პრაქტიკოსები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან. მათ შავი ზღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი, განიხილეს. ექსპერტთა კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს თურქეთის როლზე შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებსა და ომის თანმდევ ეკონომიკურ შედეგებზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” სახელით, კონფერენციის მეორე თემატურ ვორქშოფში (სამხრეთ კავკასია და ფართო შავი ზღვის რეგიონი) მონაწილეობა მიიღო პროფ. კორნელი კაკაჩიამ (დირექტორი, GIP), როგორც მიწვეულმა მომხსენებლმა.
ექსპერტთა კონფერენცია ორგანიზებული იყო “მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის”, “კონრად ადენაუერის მრავალმხრივი დიალოგის ფონდისა” და “ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის” მიერ, ქალაქ ვენისა და “ვენის დიპლომატიური აკადემიის” მხარდაჭერით.