PONARS Eurasia-მ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან (GIP) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მოაწყო ნაწილობრივ საჯარო დისკუსია „რუსეთის შეჭრა უკრაინაში: გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.“ ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 ივლისს გაიმართა.
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. დისკუსია ფოკუსირებული იყო შემდეგ კითხვებზე:
- როგორ აღიქვამენ ექსპერტები რეგიონული უსაფრთხოების ცვლილებებს?
- რა გამოცდილება მიიღეს საერთაშორისო და რეგიონულმა აქტორებმა?
- რა შეიძლება გაკეთდეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების აღსადგენად და შესანარჩუნებლად?
- როგორია ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის როლი ამ პროცესში?
კომპეტენტურმა მომხსენებლებმა განიხილეს შესაძლო სცენარები, უსაფრთხოების სტრუქტურა და რისკები. პანელზე სიტყვით გამოვიდნენ თინათინ ხიდაშელი (“სამოქალაქო იდეა” – დირექტორი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი), პოლინა სინოვეცი (ოდესის გაუვრცელებლობის ცენტრის (OdCNP) ხელმძღვანელი, ოდესის ი.ი. მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), ანდრეი მაკარიჩევი (ტარტუს უნივერსიტეტის პროფეოსრი) და ერიკა მარატი (ასოცირებული პროფესორი, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი). დისკუსიას უძღვებოდა დევიდ ზაკონი (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, , ევრაზიაში კვლევის ახალი მიდგომებისა და უსაფრთხოების პროგრამის თანადირექტორი (PONARS Eurasia)).
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში, მომხსენებლებსა და აუდიტორიას შორის გამართული ნაყოფიერი დისკუსიით დასრულდა.