2024-05-29 10:29:22
წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი იკვლევს საქართველოს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) თავსებადობის კომპლექსურ დინამიკას. ნაშრომში გამოკვეთილია გეოპოლიტიკური გამოწვევები და სტრატეგიული დილემები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეტაპზე. ეს იყო მოვლენა, რომელმაც დააჩქარა რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის შედეგად გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები. დოკუმენტში განხილულია საქართველოს CFSP-სთან სუსტი თავსებადობის მიზეზები და გაანალიზებულია საშინაო პოლიტიკის ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა მმართველი პარტია ქართული ოცნების პარტიული პოლიტიკა და საგარეო წნეხი, მათ შორის, ის დელიკატური ბალანსი, რომლის შენარჩუნებასაც თბილისი რუსეთთან და სხვა რეგიონულ და გლობალურ აქტორებთან ცდილობს. რაოდენობრივი ანალიზის, წამყვან ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, ნაშრომი აფასებს CFSP-სთან თავსებადობის ტენდენციებს და განიხილავს მათ შესაძლო გავლენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესზე. პოლიტიკის დოკუმენტი კრიტიკულად აანალიზებს, ერთი მხრივ, ევროკავშირის მოლოდინებს სრულ თავსებადობასთან მიმართებით და, მეორე მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ანალიზის საფუძველზე, ნაშრომის მთავარი სათქმელია, რომ საქართველომ უნდა შეძლოს რელევანტური ბალანსის პოვნა CFSP-სთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე საპასუხოდ.
პუბლიკაცია მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს „ღია საზოგადოების ფონდის“ და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.
პოლიტიკის დოკუმენტი #42 | მაისი 2024
თანაავტორი
რენატა სკარჯუტე-კერესელიძე