24/02/2025 GIP

ლექცია-დისკუსიების სერია ინფორმაციის მანიპულაციის საფრთხეებთან დაკავშირებით

თებერვალში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ქართველმა პროფესორებმა და ექსპერტებმა გამართეს ლექცია-დისკუსიების სერია ინფორმაციის მანიპულაციის საფრთხეებთან დაკავშირებით. ლექციები ჩატარდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის “ინფორმაციის მანიპულაციის გავლენის მართვა საქართველოში ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე” ფარგლებში.

13 თებერვალს ლექცია გამართა  „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ თემაზე “პროპაგანდა და სტრატეგიული კომუნიკაციები.”

შემდეგი ლექცია-დისკუსია ჩატარდა 17 თებერვალს თემაზე “რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები კიბერსივრცეში.” ლექციაზე განიხილეს თუ როგორ მიმდინარეობს საინფორმაციო სივრცეში რუსული ფსიქოლოგიური ოპერაციები, რა მეთოდები გამოიყენება და რა ძირითად მიზანს ემსახურება ეს კამპანია. აღნიშნულ დიკუსიას უძღვებოდა ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთოების ბიუროს ყოფილი დირექტორი. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი. 1998-2017 წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

18 თებერვალს გამართა ბოლო ლექცია თემაზე “ინფორმაციით მანიპულირება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილების ფონზე.” ლექცია მიზნად ისახვადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებისა და ამ პროცესის ხელშემწყობი გზავნილების (ინფორმაციით მანიპულირების ხერხების) განხილვას. დისკუსიას უძღვებოდა თორნიკე თურმანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი და რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

, , , , , , , , , , , , ,