01/07/2016 magda

საშემოდგომო სკოლა განაცხადების მიღებას იწყებს

გ ა ნ ა ც ხ ა დ ე ბ ი ს     მ ი ღ ე ბ ა     დ ა ი წ ყ ო

საშემოდგომო სკოლა

ევროკავშირის აღმოსავლეთევროპული პოლიტიკაურთიერთობების აღდგენა-გაღრმავება?

თბილისი, 19-23 სექტემბერი, 2016

გსურთ, უკეთ გაეცნოთ ევროპულ საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის მეთოდებს და იმსჯელოთ რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად?

საშემოდგომო სკოლა მონაწილეებს სთავაზობს ლექციებისა და სემინარების კურსს, სადაც ისინი გაეცნობიან ევროკავშირის აღმოსავლეთევროპული პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებსა და არსებულ გამოწვევებს, ამასთან, განიხილავენ ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს.

სემინარები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: პოლიტიკური მეცნიერებები, კომუნიკაციები და ეკონომიკა.

საშემოდგომო სკოლის სამუშაო ენა – ინგლისური.

მონაწილების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] – მარიამ გრიგალაშვილი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2016.

პროექტის ორგანიზატორია ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან და თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტთან თანამშრომლობითა და DAAD-ის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ განცხადების ტექსტი ინგლისურ ენაზე.

 

call - logos

, , , , ,