გადაცემა BBC World Questions-ის მორიგი ეპიზოდი საქართველოს დაეთმო და შემოქმედებითი გუნდი გადაცემის ჩასაწერად თბილისს ესტუმრა.
BBC-ის ორგანიზებით თბილისში გამართა დებატები, სადაც წამყვანმა პოლიტიკოსებმა და აკადემიკოსებმა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. World Questions-ის გუნდმა დისკუსიის ერთერთ მომხსენებლად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიწვია. მან სხვა გამომსვლელებთან ერთად, ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა: ევროკავშირში გაწევრიანება, ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემო.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
- მარიამ ლაშხი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი, საგარეო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- თინა ბოკუჩავა, ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი;
- პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი;
- ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი.
დისკუსიას უძღვებოდა BBC World Service რადიოს წამყვანი, ანუ ანანდი. ისარგებლეთ შესაძლებლობით, მოუსმინოთ საინტერესო დისკუსიას ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე: BBC World Questions თბილისის ეპიზოდი 👆