25/09/2023 GIP

BBC World Questions-ის გადაცემა საქართველოზე

გადაცემა BBC World Questions-ის მორიგი ეპიზოდი საქართველოს დაეთმო და შემოქმედებითი გუნდი გადაცემის ჩასაწერად თბილისს ესტუმრა.

BBC-ის ორგანიზებით თბილისში გამართა დებატები, სადაც წამყვანმა პოლიტიკოსებმა და აკადემიკოსებმა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს. World Questions-ის გუნდმა დისკუსიის ერთერთ მომხსენებლად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია მიიწვია. მან სხვა გამომსვლელებთან ერთად, ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა: ევროკავშირში გაწევრიანება, ურთიერთობა მეზობელ რუსეთთან და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემო.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: 

  • მარიამ ლაშხი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი, საგარეო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • თინა ბოკუჩავა, ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი;
  • პროფ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი;
  • ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი.

დისკუსიას უძღვებოდა BBC World Service რადიოს წამყვანი, ანუ ანანდი. ისარგებლეთ შესაძლებლობით, მოუსმინოთ საინტერესო დისკუსიას ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე: BBC World Questions თბილისის ეპიზოდი 👆

, , , , , , ,