20/04/2017 magda

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2017 – განაცხადებების მიღება

ევროკავშირი და შავი ზღვის რეგიონი: ახალი რეალობები და ცვალებადი გეოპოლიტიკური კონტექსტი

20-26 ივლისი, თბილისი, 2017
სამუშაო ენა: ინგლისური

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადებების მიღება დაწყებულია.

 

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს, საგანმანათლებლო ვიზიტს “საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და კულტურულ პროგრამას.

ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს წაუკითხავნე ექპერტები სხვადასხვა უნივესიტეტებიდან. მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს.

პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ საშუალება მიიღონ 4.5 ECTS კრედიტი.

პროექტის ორგანიზატორია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი – Centre International de Formation Européenne (ნიცის უნივერსიტეტი).

ძირითადი თემები:

  • შავი ზღვის რეგიონი გლობალურ კონტექსტში
  • ევროკავშირი და შავი ზღვის გეოპოლიტიკა
  • აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროინტეგრაციის გამოწვევები
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა
  • საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთბებისა ან სხვა მონათესავე სფეროების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: (1) სამოტივაციო წერილი და (2) CV.
დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 15 ივნისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მარიამ გრიგალაშვილი: [email protected] ან [email protected], 599-786-486 (სტუდენტებისთვის საქართველოდან)

Marie-France Perdigon, საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამის დირექტორი: [email protected]  (საერთაშორისო სტუდენტებისთვის)

 

, , , ,