Author

13/04/2023 ნინო სამხარაძე

ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და საქართველოს დემოკრატიზაცია: რატომ არის მნიშვნელოვანი პარლამენტის ინკლუზიურობა?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
13-04-2023

ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი საქართველოს ევროპეიზაციის უმთავრესი ფაქტორია. ინკლუზიურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის გაზრდას გულისხმობს. 2023 წლის მარტში ე.წ. „აგენტების კანონის“ საპარლამენტო განხილვებმა აჩვენა, რომ ქალი პოლიტიკოსების აქტიურობას პოლიტიკურ პროცესებში არაერთი დადებითი ცვლილების შეტანა შეუძლია.  შესაბამისად, საპარლამენტო საქმიანობაში მათი დადებითი როლის შესწავლა და წახალისება მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოში, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით, არაერთი რეფორმა განხორციელდა, რის შედეგადაც, მათი რაოდენობრივი წარმომადგენლობა პოლიტიკურ ინსტიტუტებში გაიზარდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის: პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და ქვეყანაში არსებული სტერეოტიპული განწყობების ფონზე, ქალი პოლიტიკოსებისთვის კვლავ ბევრი გამოწვევა არსებობს.

პოლიტიკის ნარკვევი იკვლევს, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებამ ქვეყანას ევროპეიზაციის გზაზე, რა განსაკუთრებული სიძნელეების წინაშე დგანან ქალი დეპუტატები პარლამენტში მუშაობისას,  და რა შეიძლება გაკეთდეს ამ სირთულეების დასაძლევად. პირველ ეტაპზე, ნაშრომში შეფასებულია ქალი დეპუტატების წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, შემდეგ, გაანალიზებულია ქალი პოლიტიკოსების განსხვავებული და ძლიერი მხარეები, რითაც მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვაში. მომდევნო ნაწილში გამოკვეთილია პრობლემები, რომლებიც მათ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებაში უშლით ხელს. ბოლოს, პოლიტიკის ნარკვევი შესაბამის აქტორებს – პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს და ქალ პოლიტიკოსებს – ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის რეკომენდაციებს სთავაზობს.

საკვანძო სიტყვები: საქართველოს პარლამენტი, ქალი დეპუტატები, ქალი ამომრჩეველი

პოლიტიკის ნარკვევი #47 | აპრილი 2023

პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის“ მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის “ შეხედულებებს.
Photo Credit: Netgazeti
, , , , , ,