რეგრანტინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში, განმახორციელებელი[1] ორგანიზაციების კონსოციუმი იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის ზრდასა და მხარდაჭერას საზოგადოებაში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ინფორმირებულობის, ცნობიერების ამაღლებისა და მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერის მისაღწევად. DCFTA ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც 2016 წლის ივნისში ამოქმედდა. იგი ქართველ მწარმოებლებს ევროპულ ბაზარზე წვდომისთვის უკეთ მორგებულ რეგულაციებს სთავაზობს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების კონსოციუმის მიერ 2017 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის[2] მიხედვით, რეგიონებში დაფუძნებული და მოქმედი გამოკითხული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უმრავლესობა – 92% – DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობით არის დაინტერესებული. გამოკითხვის დროს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხოლოდ 5%-მა მიუთითა DCFTA იმპლემენტაცია, როგორც მათი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო. არსებული მზაობის გათვალისწინებით, რომ DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო დიდი და მზარდი როლი ითამაშონ, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგრანტინგის მეშვეობით პროექტის კონსოციუმი ცდილობს: პირველი, აღნიშნულ ორგანიზაციებს საშუალება მისცეს, თავიანთი წვლილი შეიტანონ DCFTA-ის იმპლემენტაციის შესახებ მიმდინარე დისკუსიებსა და ცნობიერების ამაღლების კაპმანიებში; და მეორე, გახდნენ საზოგადოების აქტიური სუბიექტები და ჩართულობის გზით DCFTA-ით გათვალისწინებული შესაძლებლობების შესახებ მოსახლეობას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს, ინფორმაცია მიაწოდონ. საქართველოს რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, საერთო ჯამში 1000 ევრომდე ბიუჯეტის 60 მცირე გრანტის გაცემა იგემება.
რეგრანტინგი ორ თემატიკას მოიცავს:
- საქართველოს მოსახლეობაში DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- რეგიონულ მცირე და საშუალო მეწარმეებსა და საჯარო მოხელეებს შორის DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
I. განაცხადების გამოგზავნა პროექტებისთვის, რომლებიც „საქართველოს მოსახლეობაში DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების“ თემატიკას უკავშირდება, რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებებში მუშაობითა და ისეთი აქტივობების განცორციელებით არიან დაინტერესებულნი, რომლებიც DCFTA-ის, მის მიერ საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი შესაძლებლობებისა და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების არსებული სტრატეგიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე არის ორიენტირებული.[3]
ორგანიზაციებს მოვუწოდებთ შემოიტანონ განაცხადი დაფინანსების მისაღებად, რაც მათ მისცემთ საშუალებას განახორციელონ DCFTA-ის კომუნიკაციის საჯარო კამპანია საჯარო ღონისძიებების ფორმატში, მაგალითად როგორიცაა დისკუსიების გამართვა მერიაში ან სხვა სახის საზოგადობრივი შეკრებების/შეხვედრების ორგანიზება, ადგილობრივი მოსახლეობის ფართო ჩართულობით; აქტივობები საჯარო პროდუქტის შესაქმნელად, როგორიცაა მაგალითად, სტატიების ან საგანმანათლებლო ხასიათის დისკუსიების სერია ადგილობრივ ტელევიზიასა და/თუ რადიოში, საბავშვო ნახატების გამოფენა; თუ სხვა ინიციატივები.
საპროექტო განაცხადები შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდება:
- ორიგინალური იდეა;
- უფრო მეტი რაოდენობის სამოქალაქო აქტორის მომზადება, რომლებიც მოცემულ რეგიონში DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეძლებენ;
- პროექტით გათვალისწინებული აქტივობების სამიზნე აუდიტორიასთან მიღწევადობა. განმცხადებლებისგან მოველით, რომ მათ ადგილობრივი მოსახლეობის რაც შეიძლება მეტ წევრთან მოახერხონ პროექტის მეშვეობით წვდომა;
- მოსახლეობის იმ ჯგუფების მრავალფეროვნება, რომელთაც მოიცავს პროექტი. განმცხადებლებმა უნდა მოიცვან მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენები (სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული ხანდაზმულებით დამთავრებული),
- პროექტში ეთნიკური უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართვა, მათ შორის ქალების და ახალგაზრდა მეწარმეების, დაბრუნებული მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების.
პროექტის მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება, თუკი განმცხადებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მონაწილეობა აქვთ მიღებული პროექტის განმახორციელებელი კონსოციუმის მიერ 2018 წლის მარტ-აპრილში შესაბამის რეგიონებში ჩატარებულ ტრენინებში და ამ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა მათ თავიანთ კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიარეს.
II. საპროექტო განაცხადების მიღება „რეგიონულ მცირე და საშუალო მეწარმეებსა და საჯარო მოხელეებს შორის DCFTA–ის შესახებ ცნობიერების ამაღლების“ თემატიკის ქვეშ ღიაა სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოახდინონ ადგილობრივ მწარმოებლების და საჯარო მოხელეების ჩართულობა, რათა ამ უკანასკნელებმა DCFTA-ისა და „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია – 2016-2020 წლებისთვის“-ის შესახებ მიიღონ ინფორმაცია და საჭირო უნარებით აღიჭურვონ. ამ ორი სამიზნე ჯგუფის ჩართულობა უნდა განხორციელდეს შეხვედრებისა და პრაქტიკული სასწავლო სავარჯიშოების მეშვეობით, რომლის დროსაც ადგილობრივი მწარმოებლები და საჯარო მოხელეები არამხოლოდ DCFTA-ით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე მიიღებენ ინფორმაციას, არამედ, ქართველი მწარმოებლებისთვის ევროპის ბაზარზე წვდომისათვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასაც მიიღებენ. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ პროექტებს, რომელთა მიზანიც მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერილ პროექტებთან/მექანიზმებთან დაკავშირებაა. მაგალითად, როგორიცაა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციტივა, რომლის მიზანიც ქართველი მეწარმეების ევროკავშირის ერთიან ბაზართან გაცნობის მხარდაჭერაა.
საპროექტო განაცხადების შეფასებისას შემდეგ კრიტერიუმებს მიექცევა ყურადღება:
- ორიგინალური იდეა;
- აქტივობები, რომლებიც ადგილობრივი მწარმოებლებისა და საჯარო მოხელეების DCFTA-ისა და SME-ს სტრატეგიაზე არამხოლოდ ინფორმირებით შემოიფარგლება, არამედ პრაქტიკულ ინფორმაციასაც მიაწვდის და დაეხმარება მათ, რაც ა) საშუალებას მისცემს საჯარო მოხელეებს უკეთ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, როდესაც მხარს უჭერენ ადგილობრივ მწარმოებლებს, და ის მოვალეობები რაც DCFTA-ის იმპლემენტაციის თემატიკის ქვეშ ექცევა, და ბ) დაეხმარება ადგილობრივ მწარმოებლებს მხარდაჭერის მოპოვებასა და იმ გზების ძიებაში, თუ როგორ უნდა მოიყვანონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, რათა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გასვლა შეძლონ. მათ შორის, მაგალითად სად უნდა მოიძიონ საქართველოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიერ უზრუნველყოფილი დაფინანსება ან კონსულტაციები და დახმარება;
- უფრო მეტი რაოდენობის სამოქალაქო აქტორის მომზადება, რათა მათ მცირე და საშუალო მეწარმეებისა და საჯარო მოხელეების ინფორმირება, დახმარება და მხარდაჭერა შეძლონ;
- პროექტით დაგეგმილი აქტივობების სამიზნე აუდიტორიასთან წვდომის ხარისხი. განმცხადებლებისგან მოველით, რომ მათ რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო მეწარმესთან და საჯარო მოხელესთან მოახერხონ წვდომა;
- ფოკუსირებული სამიზნე ჯგუფები – ქართველი მწარმოებლები, ევროკავშირში ექსპორტისა და DCFTA-ის მიერ უზრუნველყოფილი შესაძლებლობებით სარგებლობის პოტენციალით; და საჯარო მოხელეები რომლებიც ეკონომიკასა და DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ;
- ეთნიკური უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ქალების და ახალგაზრდა მეწარმეების, დაბრუნებული მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების პროექტში ჩართვა.
პროექტის მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება, თუკი განმცხადებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მონაწილეობა აქვთ მიღებული პროექტის განმახორციელებელი კონსოციუმის მიერ 2018 წლის მარტ-აპრილში შესაბამის რეგიონებში ჩატარებულ ტრენინებში და ამ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა მათ თავიანთ კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიარეს.
საერთო ჯამში, 1,000 ევრომდე ბიუჯეტის 60 გრანტი გაიცემა, რომელიც თანაბრად გადანაწილდება საპროექტო განაცხადების დასაფინანსებლად პირველ და მეორე თემატიკასა და გეოგრაფიულ არეალზე, საქართველოს ცხრავე რეგიონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში (სულ მცირე 3 გრანტი/9 რეგიონი & აჭარა).
მოთხოვნები განმცხადებლებისთვის:
- იყვნენ საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
- წარმოადგენდნენ რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოს ნებისმიერი 9 რეგიონიდან[4] და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. თბილისში რეგისტრირებულ და მოღვაწე ორგანიზაციებს განცხადების შემოტანა არ შეუძლიათ.
- პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მხოლოდ იმ რეგიონში განახორციელონ, რომელსაც წარმოადგენენ. არჩევის შემთხვევაში, განმცხადებელს აქტივობების განხორციელება ერთზე მეტ რეგიონშიც შეუძლია.
- აჩვენონ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობების/პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ.
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
საპროექტო იდეის განაცხადი, ყველა სხვა მოთხოვნილ დოკუმენტთან ერთად უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: [email protected], არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა.
საჭირო დოკუმენტაცია:
- დანართი I – საპროექტო იდეის განაცხადი Word Document-ის ფორმატში. გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ნიმუში.
- დანართი II – პროექტის ბიუჯეტი (თავისუფალი ფორმატი). გთხოვთ, მიუთითეთ ყველა სავარაუდო ხარჯი და დარწმუნდით, რომ პროექტის ხარჯები არ აღემატებოდეს 1000 ევროს.
- ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა.
- ორგანიზაციის 2017 წლის ფინანსური ანგარიში.
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: [email protected].
[1]პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).
[2]საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევის შედეგები, 2017, http://www.eesc.lt/uploads/news/id1044/Georgian.pdf
[3]საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგია 2016-2020, http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf
[4]საქართველოს 9 რეგიონი: გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.