27 მარტს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, პარტიული პოლიტიკის სკოლა 2022-ის გაზაფხულის სესია დაიხურა, რომელიც პროექტის „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ პირველი ეტაპია.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის სკოლის მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- ისტორიული გაკვეთილები: კონსესუსის ტრადიცია საქართველოში.
- პოლიტიკური პოლარიზაციიდან პოლიტიკურ შეჯიბრებამდე: რა არის პარტიების ინტერესი?
- არალიბერალური გამოწვევების პირისპირ: მიზეზები, შედეგები და საშუალებები.
- უსაფრთხოება და თავდაცვა, როგორც პოლიტიკური პროცესის (კულტურის) და საზოგადოების მონაწილეობის კონსენსუალური შედეგი, არჩევნები, არჩევნების გეოგრაფია და საზოგადოებრივ-სოციალური განზომილებები.
პროექტის მომდევნო ეტაპიდან პარტიის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები განახორციელებენ საველე კვლევებს იმის შესახებ, თუ რას ელის ამომრჩეველი პარტიებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მთავარი მიგნებების საფუძველზე მონაწილეთა ჯგუფი შექმნის ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც გახდება ერთგვარი გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის მშენებლობის გზაზე.
პარტიული პოლიტიკის სკოლის საგაზაფხულო სესია არის პროექტ „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ პირველი, თეორიულ-პრაქტიკული ნაწილი. პროექტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და აერთიანებს როგორც პოლიტიკური პარტიების წევრებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.