20/02/2019 magda

ულტრამემარჯვენე პოპულიზმის სოციალური საფუძვლები საქართველოში

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
20-02-2019

დასავლეთს ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური პოპულიზმის ტალღამ გადაუარა, რაც ბრექსიტში, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების მომძლავრებაში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ არც პოპულიზმი და არც ულტრამემარჯვენე მოძრაობები საქართველოსთვის ახალი არაა, ამ ორის კომბინაცია და მათი ლეგიტიმაცია საკანონმდებლო უფლებებით, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ახალ ტენდენციას წარმოადგენს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც ულტრამემარჯვენე პოპულისტურპარტიად მოიაზრება, მოახერხა 5%-იანი ზღვარის გადალახვა და საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოპოვება მაშინ, როდესაც რამდენიმე ლიბერალური პარტია პარლამენტს მიღმა დარჩა. ეს ყველაფერი ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაზრდილი ხილვადობის ფონზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფების არსებობა საქართველოსთვის ახალი არაა, რადიკალური ულტრაულტრამემარჯვენე მოძრაობები განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში გააქტიურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში კვლავ მარგინალურ ჯგუფებად რჩებიან, ისინი თანდათან ვითარდებიან და ნათლად წარმოაჩენენ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელოვან პოტენციალს.

ულტრამემარჯვენე პოპულიზმის მომძლავრება დაკავშირებულია არაერთ ფაქტორთან, რომელსაც გავლენა აქვს განვითარებადი ქვეყნების საზოგადოებებზე. ფინანსური კრიზისის შემდეგ წარმოქმნილი ეკონომიკური სიდუხჭირე ნაწილობრივ ხსნის რადიკალური პარტიების მიმართ მხარდაჭერის ზრდას, თუმცა ამ ფენომენს ასევე ხსნიან ლიბერალიზმისა და მომძლავრებული სოციალური კონსერვატიზმის საპასუხოდ წარმოქმნილი კულტურული დაპირისპირებით, განსაკუთრებით იმიგრანტების საკითხთან მიმართებაში. სხვები, ამ ფენომენს ზემოთ აღწერილი ორი ფაქტორის გაერთიანებით ხსნიან – ლიბერალური ნორმატიული წესრიგი და ეკონომიკური სიდუხჭირე საზოგადოების ნაწილის იზოლაციას და მარგინალიზაციას ახდენს. სწორედ საზოგადოების ეს გარიყული წარმომადგენლები არიან ისინი, ვინც რადიკალური პოლიტიკური პარტიების პოტენციური მხარდამჭერები ხდებიან.

ქართული ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიები და მოძრაობები ასევე იყენებენ მიგრანტებისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებში მოქმედი ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიების მხრიდან გაჟღერებულ არგუმენტებს. საზოგადოებაში მათი ამჟამინდელი მარგინალური პოზიციის მიუხედავად, აქვთ თუ არა ამ ჯგუფებს შესაძლებლობა მოიპოვონ გაზრდილი მხარდაჭერა საქართველოში? რამდენად ასახავენ ისინი საზოგადოების სოციალურ ღირებულებებს და შესაბამისად, რამდენად აქვთ მხარდაჭერის პოტენციური საფუძველი?

, , , , , , , , , , ,