მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 გრძელდება!
თებერვალში, ტრენინგები დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და ჯამში 4 თემატური სესია მოიცვა.
- ადამიანის უფლებები და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები მოწყვლადი ჯგუფებისათვის საქართველოში – ტრენერი თამარ გაბისონია
- საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა ტრანზიციის პერიოდში: სტრატეგია საქართველოსთვის – ტრენერი ვანო ჩხიკვაძე
- კონფლიქტის მართვის სტრატეგიები და მექამიზმები – ტრენერი ტარიელ სიხარულიძე
- მდგრადი განვითარების მიზნები და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში – ტრენერი ხათუნა ჩიკვილაძე
ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. “მომავალ ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. Ტრენინგებში მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, შემდგომში კი მონაწილეობა მიიღონ “დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში”.
პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.