02/05/2022 GIP

ELS-ის დღიურები 2022 – აპრილის გამოცემა

მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 გრძელდება!

აპრილში, ტრენინგები პირდაპირი შეხვედრების რეჟიმში წარიმართა და ჯამში 3 თემატური სესია მოიცვა. 

  • პროექტის მენეჯმენტი და ფონდების მოძიება – ტრენერი ხათუნა იოსელიანი;
  • ლიდერობა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება – ტრენერი ირინა ბრეგვაძე;
  • პირველი რესპუბლიკის პოლიტ პარტიები – ტრენერი ბექა კობახიძე.

ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. “მომავალ ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. Ტრენინგებში მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, შემდგომში კი მონაწილეობა მიიღონ “დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში”.

პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

, , ,