2020 წლის თებერვალში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლა“ (ELS) გახსნა საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. მომავალ ლიდერთა სკოლა ეს არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.
მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილეები სხვადასხვა გამოცდილების მქონე, 18-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან თბილისიდან და საქართველოს სამი რეგიონიდან – ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგ-პროგრამა, რომელსაც მათ ELS-ი სთავაზობს, შეეხება ისეთ მნიშნელოვან თემებს, როგორებიცაა საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური კამპანია და სოციალური აქტივიზმი, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და სხვა. გარდა ამისა, მათ საშუალება აქვთ თავიანთი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებსა და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.
ტრენინგების ციკლი ELS-ში თებერვალშივე დაიწყო და თვეში ორჯერ, ყოველ მეორე შაბათ-კვირას იმართება შერჩეულ ლოკაციებზე. თუმცა, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, GIP-იმ ტრენინგების სერია ონლაინ ფორმატში გადაიტანა და ამ გზით ELS-ის შეუფერხებლად გაგრძელება უზრუნველჰყო. ELS-ის მონაწილეები ტრენერებისგან იღებენ დავალებებს, რომლებსაც ისინი ონლაინ რეჟიმში ამზადებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. თავიანთ პრეზენტაციებს კი ტრენინგზე ონლაინ დისკუსიის სახით განიხილავენ.
გადავხედოთ თებერვალი-მარტის თვის თემებს, რომლებიც მონაწილეებმა უკვე მოისმინეს, როგორც ონლაინ, ისე ჩვეული ფორმატით:
მომავალი თვის ტრენინგების თემები, რომლებიც ონლაინ ფორმატში გაგრძელდება:
- ურბანული განვითარება -სოსო სალუქვაძე / Urban Development
- პოლიტიკური პარტიები – კორნელი კაკაჩია / Political parties
- მდგრადი განვითარების მიზნები და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა საქართველოში – ნინო ჯანელიძე / SDGs and Supporting Green Economy in Georgia
- ლიდერული უნარ-ჩვევები – თეა ნიკოლაიშვილი / Leadership
მომავალ ლიდერთა სკოლა კიდევ 4 თვეს გაგრძელდება და ივლისში, პირველი ფაზა, დახურვის ცერემონიით დასრულდება.
ELS-ის დღიურებს, რომლებიც მიმდინარე აქტივობებს შეაჯამებს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ყოველი თვის ბოლოს შემოგთავაზებთ.