ნატოში საქართველოს მისიასთან, ევროკავშირის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისში, ევროპარლამენტსა და ღია საზოგადოების ფონდის ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტში. შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე, ამასთან განიხილეს, ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში მყოფი საკითხები.
პროექტის – „რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევროატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში“ – მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.