დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-6 გამოშვება, თბილისში, წელსაც ონლაინ ფორმატში ტარდება და სამ სხვადასხვა თემატურ პანელს მოიცავს.
კონფერენციის ბოლო, მე-3 პანელი თემაზე – “პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის?” 16 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება ZOOM-ში.
GEODEM2021-ის მესამე პანელზე განხილული იქნება პოპულისტური ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმის გავლენა დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პროცესზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში – საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ამ ქვეყნებს აქვთ მსგავსი მიზნები და აწყდებიან მსგავს დაბრკოლებებს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ნაციონალისტური პოპულიზმის ამ ქვეყნებთან მიმართებაში შედარებითი განხილვა შესაძლებლობას მოგვცემს რეგიონალურ კონტექსტში გავიგოთ პოპულიზმისა და ევროსკეპტიციზმის ფენომენი ევროპის პერიფერიულ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან. განვითარებული დემოკრატიებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნაციონალისტური პოპულიზმის გამოწვევები ხშირად ერწყმის ისეთ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა, კარგ მმართველობასა და დემოკრატიულ ინსტიტუციებში არსებული ხარვეზები. ამიტომ, პანელზე განხილული იქნება თუ რამდენად წარმოადგენს ნაციონალისტური პოპულიზმი სამი ასოცირებული ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის მთავარ გამოწვევას და როგორ ურთიერთქმედებს ის მმართველობისა და დემოკრატიული განვითარების სხვა პრობლემებთან. აქცენტი გაკეთდება მთავარ პოპულისტ აქტორებზე, მათ დისკურსებსა და ნარატივებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ქვეყნებში, ასევე, გარე, რეგიონული და გლობალური აქტორების როლზე და პოპულიზმსა და ევროსკეპტიციზმს შორის დამოკიდებულებაზე.
პანელზე დასმული იქნება შემდეგი შეკითხვები:
- რა არის მთავარი პოპულისტური დისკურსები და ნატარივები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში?
- რამდენად დიდია პოპულისტი აქტორების გავლენა და რა სტრატეგიებს იყენებენ ისინი?
- რა გავლენა აქვს პოპულიზმს ამ ქვეყნების დემოკრატიზაციაზე?
- რამდენად აყალიბებენ პოპულისტი აქტორები/დისკურსები ძირითადი პარტიების/მთავრობის დღის წესრიგს?
- რა გავლენა აქვს პოპულიზმს ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპეიზაციაზე
- რამდენად აძლიერებენ გარე აქტორები პოპულისტ აქტორებს/დისკურსებს აღნიშნულ ქვეყნებში?
მოდერატორი: სტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი.
შესავალი
16:00 პროფ. კორნელი კაკაჩია, დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP).
მომხსენებლები:
16:10 – ანნა მედვედევა, მკვლევარი, ახალი ევროპის ცენტრი, კიევი.
16:20 – თამთა გელაშვილი, ოსლოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა განყოფილების დოქტორანტი.
16:30 – დენის ცენუზა, მკვლევარი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტი (გერმანია).
16:40 – დისკუსია.
GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.