24/10/2022 GIP

პროექტ GEONext-ის შემაჯამებელი კონფერენცია

21 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, გერმანულ ორგანიზაცია Polis180-თან ერთად პროექტი “#GEONext – პარტნიორობა ახალგაზრდობის ჩართულობისთვის” შეაჯამა და დასკვნითი კონფერენცია გამართა სახელწოდებით – სექტორებს შორისი თანამშრომლობა საზოგადოებრივი ცვლილებების მისაღწევად? ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების მოსაზრებები.

#GeoNext მიზნად ისახავდა რვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულმა ჯგუფებმა განახორციელეს მცირე ზომის ისეთი პროექტები, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ ისეთ სპეციფიკურ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ინკლუზია
  • გაციფრულება
  • კლიმატის ცვლილება/მდგრადობა
  • რეგიონული ეკონომიკური განვითარება 

აღნიშნულ საზოგადოებრივ გამოწვევებთან გასამკლავებლად, #GeoNext-მა გააერთიანა ახალგაზრდები მთელი საქართველოდან, ასევე, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები. 

დასკვნით კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფებმა თავიანთი პროექტების შედეგები წარადგინეს და კომპეტენტური შეფასებებიც მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებისგან.

პროექტს “GeoNext: პარტნიორობა ახალგაზრდების ჩართულობისთვის” ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გერმანული ორგანიზაცია ორგანიზაცია Polis180-თან პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

დღის წესრიგი

გაეცანით ნაშრომს: სექტორებს შორისი თანამშრომლობა საზოგადოებრივი ცვლილებების მისაღწევად? ქართველი ახალგაზრდების მოსაზრებები

იხილეთ ღონისძიების ფოტოალბომი 🔗

Photo credit: ზაზა ნიკოლოზიშვილი / Zaza Nikolozishvili
, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,