03/07/2018 magda

GIP-იმ საქართველოს 4 რეგიონში დისკუსიები გამართა

„დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის გამოწვევები საქართველოში: როგორ წარვმართოთ პროცესი?“ – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 19-28 ივნისის საქართველოს 4 რეგიონში – თელავის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში – დისკუსიები გამართა. შეხვედრების ფარგლებში, საქართველოში ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის ტენდენციებზე ისაუბრეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა – ლევან კახიშვილმა, ელენე ფანჩულიძემ და მარიამ გრიგალაშვილმა.

შეხვედრები მიზანად ისახავდა, შეესწავლა რეგიონში არსებული დამოკიდებულებები, თუ რა კავშირი არსებობს დემოკრატიასა და ევროპეიზაციას შორის. ამასთან, გამოევლინა ის მიდგომები, რომლებიც განსხვავებულადაა აღქმული რეგიონულ დონეზე.

დისკუსიები შემდეგ საკვანძო კითხვებს ეხებოდა:

  • ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია – ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული პროცესები? ვინ უდგას თითოეულს სათავეში?
  • როგორ და რამდენად განსხავდება პოლიტიკური ელიტის, ექსპერტთა და სამოქალაქო საზოგადოებებისა და მოსახლეობის მოსაზრებები? რა შედარებითი გავლენის ხარისხი აქვს თითოეულ ჯგუფს?
  • დგას თუ არა დემოკრატიზაციით „გადაღლა“ ქართულ დღის წესრიგში და როგორია მისი გავლენა ევროპეიზაციაზე? ან, პირიქით, აქვს თუ არა ევროპეიზაციით „გადაღლას“ ზეგავლენა დემოკრატიზაციაზე?

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ლიდერებმა, სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრები პროექტის – “დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა” – ფარგლებში, „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


ფოტოები შეხვედრებიდან: 

, , , , , , , , , ,