26/03/2019 magda

„საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ – GIP, IPRE და ACGRC ერთობლივ პროექტს იწყებენ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტსა (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან (ACGRC, სომხეთი) ერთად,  ახორციელებს პროექტს „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“.

პროექტი მიზნად ისახავს, მობილობის პარტნიორობის ძირითადი ხარვეზების გამოვლენას აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 სამიზნე სახელმწიფოში და ამ მიმართულებით მთავრობების ეფექტური ქმედების შეფასებას, საქართველოსა და მოლდოვაში ვიზალიბერალიზაციის მთავარი სარგებლისა და პროცედურების ხილვადობის ხელშეწყობას და სომხეთში თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივაზე ინფორმირებულობის უზრუნველყოფას და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ხელშეწყობას გამოცდილების გაზიარების გზით.

პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ქვე-გრანტის სქემის ხელშეწყობით (FSTP) და ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ფარგლებში. აღნიშნული ქვე-გრანტის სქემის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ხელს უწყობს პლათფორმის წევრებს მისი მისიისა და ამოცანების შესრულებაში. პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED).

ავტორი

, , , , , , , , , , ,