22/06/2023 GIP

კონფერენცია ბერლინში “გადასახლება და მიგრაცია აღმოსავლეთ ევროპაში: ძალაუფლება და პარალიზი”

15-16 ივნისს, “გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ასოციაციამ”, “მიგრაციის დოკუმენტაციის ცენტრთან” თანამშრომლობით, გამართა ყოველწლიური კონფერენცია ბერლინში “გადასახლება და მიგრაცია აღმოსავლეთ ევროპაში: ძალაუფლება და პარალიზი.”

კონფერენციაზე შეკრებილმა აუდიტორიამ, მათ შორის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ, მიგრაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს: უკრაინელი ლტოლვილების მიღება გერმანიასა და სხვა მასპინძელ ქვეყნებში, ასევე, გადაშენების პირას მყოფი მეცნიერული დარგების მდგომარეობა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს კითხვაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვთ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

გარდა ამისა, ფორუმზე Escape and Exile, ისეთმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა Science at Risk Emergency Office, Dekoder და სხვა, მხარდაჭერის მიზნით, თავიანთი საქმიანობისა და ქსელის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს დევნილობაში მყოფ ჟურნალისტებსა და მეცნიერებს. კონფერენციის მიზანი გახლდათ აღნიშნული საკითხების სხვადასხვა პერსპექტივიდან განხილვა.

ღონისძიების შესახებ: 

გადასახლება და მიგრაცია აღმოსავლეთ ევროპაში: ძალაუფლება და პარალიზი.

ომი, მიგრაცია და გადასახლება ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპაზე. ომის დაწყების დღიდან უკრაინიდან თითქმის ათი მილიონი ადამიანი გაიქცა. ამავე დროს, მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ბელორუსია და რუსეთი პოლიტიკური დევნის გამო ან გაწვევის შიშით. პროცესი ჯერ ისევ გრძელდება.

თავშესაფრის ადგილად იქცა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველო, ასევე, გერმანია. ძველი და ახალი გადასახლებული ჯგუფები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ. ამასთან, დიასპორული თემები ჰეტეროგენული და დინამიურია. ლტოლვილები სხვა ქვეყანაშიც აგრძელებენ ბრძოლას ძველ და ახალ სამშობლოზე სოციალური და პოლიტიკური გავლენის მოპოვებისთვის.

თავის მხრივ, მასპინძელ ქვეყნებში საზოგადოებები მერყეობენ სოლიდარობასა და უარყოფას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და საკუთარი თავის შელახვის შიშს შორის. ამ ქვეყნების მთავრობებს კი სამოქმედო ბერკეტების დაკარგვის ეშინიათ. ამ ვითარებაში აგენტურობის შესახებ დავები სხვადასხვა დონეზე ჩნდება, რაც კიდევ ერთი გამოწვევაა. 

, , , , , , , ,