08/11/2017 magda

იტალია და აღმოსავლეთ ევროპა: რომი-მოსკოვის ღერძს დაქვემდებარებული დოსიე?

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
08-11-2017

წლების მანძილზე იტალიის საგარეო პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა ქეყნების მიმართ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ვითარდებოდა. იტალია მიესალმა 2009 წელს დაწყებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის წინადადებას და მას მერე მხარს უჭერს ევროკავშირის თითქმის ყველა ინიციატივას – მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ამასთან, ოფიციალურმა რომმა ხელი შეუწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოში გაგზავნას.

თუმცა, იმის გათვალისწნებით, რომ იტალია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანაა, ის მეტ ყურადღებას აღმოსავლეთის ნაცვლად სამხრეთ სამეზობლოს უთმობს. იტალიის ევროკავშირის სამზობლო პოლიტიკის 2014-2020 წლის ბიუჯეტი ნათლად მიუთითებს ქვეყნის პრიორიტეტებზე – ბიუჯეტის ერთი მესამედი მიმართულია იტალიის აღმოსავლთ, ხოლო ორი მესამედი ქვეყნის სამხრეთ სამეზობლოზე[1]. ამასთან, აღმოსავლეთ სამეზობლოსთან იტალიის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ყოველთვის ქვეყნის რუსეთთან თამაშრომლობის გავლენის ქვეშ ექცეოდა. როდესაც ევროკავშირმა რუსეთის საქართველოში ინტერვენციის საპასუხოდ 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წამოიწყო, იტალიამ შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ფორმატი ანტი-რუსულ ინიციატივად წარმოჩნდებოდა და პროგრამაში რუსეთის ჩართვის შესახებ წინადადება წამოაყენა. აქედან გამომდინარე, იტალიისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს მნიშვნელობის გასააზრებლად აუცილებელია რომი-მოსკოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ღერძის როლისა და მოდუს ოპერანდის ანალიზი.

, , , , , ,