1 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ქალაქ ბრიუსელში.
დისკუსია შეეხებოდა ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებში არსებულ სამოქალაქო მობილიზაციის დინამიკას, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთზე. ღონისძიების ფარგლებში იმსჯელეს აღნიშნულ ქვეყნებში სამოქალაქო ჩართულობის ფართო გავლენებზე დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონებზე. გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს ამ მოვლენების გავლენა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.