21/03/2023 GIP

შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ მონაწილეობა მიიღო შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში (შუმანის ფორუმი),რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

#SchumanForum-ის მიზანია წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვან პარტნიორობაში, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის მაღალი დონის ამბიციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს არის ევროკავშირის უფრო ფართო ჩართულობის ფორმატი, რათა შეიქმნას ურთიერთობების უფრო თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი ქსელი საერთაშორისო და რეგიონალურ აქტორებთან და ორმხრივ პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. კერძოდ, შუმანის ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგს და სტრატეგიულ რეფლექსიას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის, ასევე, მიმდინარე ტენდენციების, საკითხებისა და ინიციატივების შესწავლას. 

აღნიშნული ფორმატი აერთიანებს პოლიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსნებს, სამხედრო წარმომადგენლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან, ასევე, წარმომადგენლებს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და ანალიტიკოსებმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: europa.eu/!t8PBnJ

 

ფორუმის ფოტო/ვიდეო გალერეა: 🔗 

HRVP keynote speechVideo link

First plenaryVideo link 

Second plenaryVideo link

HRVP closing remarksVideo link

, , , , ,