25/04/2017 GIP

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: რა იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ?

წაიკითხეთ დოკუმენტი

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-04-2017
ბიძინა ლებანიძე

ნაშრომი მიმოიხილავს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს. ევროკავშირის გაფართოების პროცესი ამ ეტაპზე შეფერხებულია. ამას თან ერთვის ევროკავშირის შიგნით არსებული ეკონომიკური და საიმიგრაციო კრიზისი და მემარჯვენე პარტიების მომძლავრება,რაც ევროკავშირზე დამატებით ზეწოლას ახდენს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების  საკითხი ამ ეტაპზე აქტიურად არ განიხილება, იზრდება განსხვავება საქართველოს მისწრაფებებსა და  ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ პრაქტიკულ წინადადებებს შორის. ზოგადად, ევროკავშირის მესამე სახელმწიფოებთან ურთიერთობის ისტორია გვთავაზობს ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე მოდელს, რომელიც მესამე ქვეყნების ევროკავშირში სრულ წევრობასა და ასოცირებულ წევრობას შორის გადის. ამ მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია ურთიერთობების სწორედ მსგავს მოდელებზე, რომლებიც, იმ პირობებში როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტმა საკუთარი თავი ამოწურა, შესაძლოა საქართველოსთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს. მოხსენებაში გამოყოფილ იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სამი ძირითადი ასპექტი:  დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და უსაფრთხოება და სამხედრო საკითხები.

, , , , , , , , ,