12/09/2024 GIP

პოლიტიკის დიალოგი ქუთაისში – ადგილობრივი დღის წესრიგი მომავალი არჩევნებისთვის: ამომრჩევლის პერსპექტივები

11 სექტმებერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით,  ბერლინში ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით, გაიმართა პოლიტიკის დიალოგი სახელწოდებით “ადგილობრივი დღის წესრიგი მომავალი არჩევნებისთვის: ამომრჩევლის პერსპექტივები.”

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, პოლიტიკური დებატების დიდი ნაწილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომავლის საკითხმა დაიკავა. თუმცა, ყოველივე ამის ფონზე, ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა მოლოდინების შეფასება და პარტიების წახალისება, მოამზადონ ადგილობრივი დღის წესრიგი მათი პოტენციური ამომრჩევლების საჭიროებებზე დაყრდნობით. ამის საპასუხოდ, პოლიტიკის დიალოგმა გააერთიანა ადგილობრივი აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მეწარმეები, რათა განეხლათ ადგილობრივი პრიორიტეტები მომავალი არჩევნებისთვის.

პოლიტიკის დიალოგი მიზნად ისახავდა, ხელი შეეწყო კონსტრუქციული საუბრებისთვის  ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის ქუთაისში, საქართველოში, რათა შემდგომში განიხილონ ადგილობრივი დღის წესრიგი, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ღონისძიებამ ერთმანეთს დააკავშირა პოლიტიკური ელიტის გეოპოლიტიკური ფოკუსი და ამომრჩეველთა ადგილობრივი საზრუნავი. პოლიტიკურ დებატებზე საუბარი იყო არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მომავალის შესახებ, არამედ პრაქტიკულ, ყოველდღიურ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადგილობრივ თემებზე. შესაბამისად, დისკუსიმ საფუძველი შექმნა მომავალში პოლიტიკურ პარტიებთან ჩართულობისთვის და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციის ხელშეწყობას. დისკუსიის დასაწყისში GIP-იმ წარადგინა პოლიტიკის მემორანდუმი – „პოლიტიკა ყოველთვის ადგილობრივია.“ 

შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებს:

  • ქართული პოლიტიკური ელიტა მოახლოებულ არჩევნებს რეფერენდუმად აყალიბებს საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის – მაგრამ რა არის ამომრჩევლების მოლოდინები, რას აძლევენ ხმას? რა დგას ევროკავშირში ინტეგრაციის ლოზუნგების უკან? 
  • ამომრჩევლების ინტერესები სრულად/სათანადოდაა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში? რა მოლოდინი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკოსებისა და მოახლოებული არჩევნების მიმართ? 
ივენთი ორგანიზებულია ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით.

 

, , , , , , , , , , , ,