06/03/2022 keta

GEONext2022: პარტნიორობა ახალგაზრდების ჩართულობისთვის

Project Duration: ||

Status: 0

Donor:

Partner: Polis180

Budget: 28,689 EUR

#GEONext 2022-ის მიზანია მეტად გააძლიეროს ახალგაზრდების აქტიური ქსელი, რომლებსაც სურთ ჩაერთონ ადგილობრივ პოლიტიკაში, მათივე მონაწილეობით სამოქალაქო საზოგადოების ფართო სექტორთან – არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო კომპანიებთან და საჯარო სექტორთან. ამრიგად, პროექტის მიზანია გამოიყენოს სამოქალაქო განათლება და საერთაშორისო, სექტორთაშორისი თანამშრომლობა, რათა მოამზადოს ქართველების მომავალი თაობა სამოქალაქო ჩართულობისთვის, იცოდნენ და განახორციელონ თავიანთი დემოკრატიული უფლებები და მოვალეობები, გამოიყენონ ტექნოლოგიები და დაამყარონ პარტნიორობა, მათ შორის კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოს მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

პროექტის მიზნები:

  • შეირჩევა 8 ახალგაზრდული ჯგუფი (თითოში 3-5 ადამიანი) საქართველოს მასშტაბით, მათი პროექტის იდეის საფუძველზე, რომელიც ფოკუსირებულია ერთ-ერთ თემატურ პრიორიტეტულ სფეროზე: დიგიტალიზაცია, ინკლუზია, კლიმატი/მდგრადობა და რეგიონული ეკონომიკური განვითარება.
  • თითოეული ჯგუფი დაწყვილებული იქნება მენტორთან, სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის ანალიტიკური ცენტრებიდან, განათლების სფერიდან , პოლიტიკური ფონდებიდან და ბიზნესიდან, რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნულ ოთხ მთავარ თემას.
  • თითოეული ჯგუფი დაწყვილდება გერმანელი ახალგაზრდების წარმომადგენელთან Polis180-ის ქსელიდან, რომელიც შეასრულებენ თანამენტორის ფუნქციას და მხარს დაუჭერენ ჯგუფს ინიცირებულ აქტივოებებში.
  • ახალგაზრდული ჯგუფები მიიღებენ ქვეგრანტებს მათი საპროექტო იდეების განსახორციელებლად
  • მოეწყობა  ონლაინ სემინარები 
  • მცირე გრანტების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს პროექტის გუნდი ივნის-სექტემბერის პერიოდში.
  • ჯგუფები წარადგენენ შედეგებს.
,