14 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს პროფესორის კორნელი კაკაჩიას ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიოფების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსია სტუდენტებისთვის.
ღონისძიება სახელმწოდებით, “საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და გამოწვევები,” ორგანიზებული იყო კონრად ადენაუერის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. დისკუსია მიზნად ისახავდა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის სამომავლო განვითარების გზებისა და საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახვევასთან დაკავშირებული რისკების მიმოხილვას. დისკუსიის მიზანი ასევე იყო ბოლო დროს წარმოშობილი ორმხრივი მჭიდრო კავშირების შენარჩუნებისა და გაძლიერების სტრატეგიების ანალიზი. ამასთანავე, განხილვა შიდა პოლიტიკური მოვლენებისა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს უქმნის.
პანელური დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
- მაიკლ როტი – ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- სებასტიან ტინკინენი – ფინეთის პარლამენტის წევრი
- ბოგდან კლიჩი – პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- პაველ ფიშერი – ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს პროფესორმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.
დისკუსია გაიმართა ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის კვლევის ხელშეწყობას, ახალგაზრდებს შორის ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მონაწილეობაზე დამყარებული კვლევის ხელშეწყობისა და ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებზე აქტიური დისკუსიის წახალისების გზით.