Author

17/09/2021 ნინო სამხარაძე

ბაიდენის გლობალური დემოკრატიის იდეა ავღანეთის შემდეგ: რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
17-09-2021

ჯო ბაიდენის ხედვა გლობალური დემოკრატიის შესახებ აშშ-ის მიმდინარე საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას „ბაიდენის დოქტრინადაც“ მოიხსენიებენ (Brands 2021). ჯერ კიდევ ახალი ადმინისტრაციის პირველ დღეებში არსებობდა გარკვეული მოსაზრებები, რომ ამ იდეას არაერთი ხარვეზი ჰქონდა (Adler and Wertheim 2020). ბოლო პერიოდში კი, ამას ისიც დაემატა, რომ ავღანურმა აგვისტომ ვაშინგტონის „დემოკრატიების კოალიციის“ ლიდერობის გაცხადებული ამბიცია (Biden 2020) ახალი გამოცდის წინაშე დააყენა.

გლობალური დემოკრატიის შესახებ აშშ-ის ხედვა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიისათვის, რომელსაც ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ამბიცია აქვს (Samkharadze 2021a). ამ ფონზე, განსაკუთრებულად საყურადღებოა ბაიდენის მიერ დაანონსებული დემოკრატიის სამიტი, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს და, რომლის ფარგლებშიც, მთავარ ამოცანად დასახულია კორუფციასთან ბრძოლა, ავტორიტარიზმთან დაპირისპირება და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა აშშ-ის საზღვრებს გარეთ (The White House 2021b).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია, საქართველოში გააქტიურდეს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებს უპირისპირდება ჯო ბაიდენი გლობალური დემოკრატიის სტრატეგიის მშენებლობისას და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ.

, , ,