20/07/2021 keta

გერმანიის საკითხი და ევროკავშირის სამეზობლო: შეძლებს ბერლინი გახდეს გრავიტაციის ახალი ცენტრი ასოცირებული ქვეყნებისთვის?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-07-20 13:44:36

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის აზიისკენ რეორიენტაციის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ასოცირებული ქვეყნები უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ. აღნიშნული ჩიხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია რევანშისტული და აგრესიულად განწყობილი რუსეთი, აშშ-ს შესუსტებული ინტერესი რეგიონში და ევროკავშირის მცდელობა, მოირგოს გეოპოლიტიკური აქტორის როლი. აშშ-ს პოლიტიკის მხრივ, კიევისა და თბილისისთვის ბევრი არაფერი შეუცვლია არც დონალდ ტრამპის ტურბულენტურ პერიოდს და არც ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაბრუნებოდა ნორმალიზების ფაზას. ბოლოდროინდელი პროცესები ცხადყოფს, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის რეორიენტაცია ევროპიდან აზიისკენ სისტემური ცვლილების ნაწილია და არა პერსონალური გადაწყვეტილების შედეგი, რომლის შეცვლაც უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობისას, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში საგარეო პოლიტიკის სპეციალისტები და მკვლევარები ხშირად სვამენ კითხვას, შეუძლიათ თუ არა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს ჰქონდეთ გერმანიის – როგორც ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს იმედი საკუთარი უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაცავად მაშინ, როდესაც ევროპის მიმართ აშშ-ს ინტერესები გარკვეულწილად მცირდება? წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ გერმანიის კომპლექსური მიდგომის გაანალიზებითა და მისი მთავარი შეზღუდვების ხაზგასმით.

, , ,