21/09/2017 magda

გერმანიის არჩევნები 2017: განგრძობითობა და ცვლილებები

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
21-09-2017

„მოსაწყენი“ ეს ის სიტყვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება გერმანიაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის აღსაწერად. კამპანია 24 სექტემბერს დასრულდება, როცა მოქალაქეები ბუნდესტაგის ახალ წევრებს აირჩევენ. ახალი მთავრობის ფორმირება კი არჩევნების შედეგების შესაბამისად მოხდება.

ერთი შეხედვით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრი არაფერი მომხდარა. ამ არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი – ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი და სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი – პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდა ერთმანეთს, სადაც ორივე მათგანი შეეცადა ერთმანეთზე მაღალი პოლიტიკური კორექტულობა და თავაზიანობა გამოეჩინა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დებატებში შულცი არა მერკელის ოპონენტად, არამედ, უფრო მეტად, მისი პარტიული კოლეგის მსგავსად იქცეოდა. მართლაც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და 1949 წელს ბუნდესრესპუბლიკის დაარსებიდან უკვე მესამედ, მათი პარტიები კოალიციაში მართავენ გერმანიას. როგორც ჩანს, ამ ორი პარტიის პროგრამას შორის რაიმე ფუნდამენტური განსხვავება არ არის.

, , , , , , , , , , ,