21/05/2021 keta

რატომ უჭირთ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკება? სტრუქტურული ფაქტორები, რომლებიც კომპრომისზე დაფუძნებულ პოლიტიკას აბრკოლებს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
21-05-2021

იმ ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ  განვითარდა,  ჩიხში შეიყვანა ოპოზიცია და მმართველი პარტია, ერთი მხრივ, რადიკალური მოთხოვნებით და მეორე მხრივ, მკაცრი წინააღმდეგობით. ის ფაქტი, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფასილიტაციის პირობებში, თვალნათლივ მიუთითებს იმას, რომ ორივე მხარეგანიხილავდა გარკვეული ტიპის შეთანხმებას, მინიმუმ რიტორიკის დონეზე. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების პროცესი მრავალჯერ შევიდა ჩიხში და მხარეებმა შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენელმა მოამზადა, ხელი მხოლოდ მნიშვნელოვანი საგარეო ზეწოლის შემდეგ მოაწერეს.

რატომ გაუჭირდათ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებები და კომპრომისზე წასვლა საერთო ინტერესის შემთხვევაშიც კი? ამ მოკლე ანგარიშში განხილულია კონფლიქტის მხარეებისთვის ის სტრუქტურული ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც პირად ინტერესებთან ერთად განაპირობებს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მარცხს. ასეთი კონტექსტუალური ფაქტორებია უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, კონფლიქტის ღირებულებითი სარჩული, პერსონალიზებული პოლიტიკის კულტურა ძლიერი და ქარიზმატული ლიდერებით და პოლიტიკური დევნის ისტორიული გამოცდილება.

, , , ,