Author

06/07/2022 ნინო სამხარაძე

შეუძლია თუ არა პრეზიდენტის ეროვნული თანხმობის პროცესს თამაშის წესების შეცვლა ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში?

წაიკითხეთ დოკუმენტი

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
06-07-2022

რამდენიმე ათწლეულია, საქართველოში ღრმა და უკომპრომისო საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაპირისპირებების პრობლემა მუდმივად აჩენს ახალი კრიზისების კერებს, რაც ქვეყნის სრულფასოვან დემოკრატიულ განვითარებას გამოუვალ ჩიხში აქცევს. შედეგად, ქვეყანაში ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანები და გამოწვევები. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საზოგადოებაში შეიქმნას საერთო თანხმობისა და მობილიზების ძირითადი წერტილები, რომლებიც ბიძგს მისცემს პოლიტიკურ კლასს, საზოგადოებრივი დაკვეთის ჩარჩოებში მოექცეს, დეპოლარიზაციის სტრატეგიაზე გადაეწყოს და ორიენტირდეს ზეპარტიულ სახელმწიფოებრივ ამოცანებზე.

ამ ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ეროვნული თანხმობის პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მოვლენებზე რეაგირების შედეგად სალომე ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა გაიზარდა, ამ ინიციატივას, შესაძლოა, ახლა მეტი შანსი ჰქონდეს დეპოლარიზაციის და დერადიკალიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევის მიზანია, გააანალიზოს, რა რესურსი გააჩნია პრეზიდენტის ეროვნული თანხმობის პროცესს, რათა მან შეცვალოს თამაშის წესები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, რა წინააღმდეგობრივ გარემოებებზე სჭირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას ყურადღების გამახვილება, რათა ამ პროცესის ეფექტიანობა გაიზარდოს. ნაშრომში, პირველ რიგში, მიმოხილულია ეროვნული თანხმობის პროცესის კონტექსტი და მისი მნიშვნელობა, შემდეგ გაანალიზებულია საკუთრივ ინიციატივის შინაარსისა და სტრუქტურის თავისებურებები, მის გარშემო არსებული წინააღმდეგობრივი გარემოებები. ბოლოს შეთავაზებულია რეკომენდაციები, რომლებმაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ეროვნული თანხმობის პროცესის პოტენციალის გაძლიერებას და ქვეყნისთვის სასარგებლო ხელშესახები შედეგების მიღწევას.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული თანხმობა, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, პარტიები, კრიზისი

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • პრეზიდენტის ინსტიტუტი აქ და ახლა: ინიციატივის მნიშვნელობა
  • ეროვნული თანხმობის ინიციატივა: რას (არ) მოიცავს ის?
  • წინააღმდეგობრივი გარემოებები ეროვნული თანხმობის პროცესისთვის

პოლიტიკის ნარკვევი #43 | ივლისი 2022

, , , , , ,