26/04/2019 magda

ექსპერტების აზრით, მთავრობა და ოპოზიცია პოლარიზაციისა და პოპულიზმის მზარდ ტენდენციაზე თანაბრად არიან პასუხისმგებელნი

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
26-04-2019

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეცხრე გამოკითხვის ფარგლებში, პოპულიზმისა და პოლარიზაციის მზარდი ტენდენცია გამოიკვლია. ინსტიტუტმა 34 ცნობილ ქართველ და უცხოელ ექსპერტს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიამაუწყებლობებში პოლარიზაციისა და პოპულიზმის დონის შეფასება სთხოვა.

ექსპერტებს ასევე ევალებოდათ გაეანალიზებინათ, თუ რისი გაკეთება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ორი ტენდენციის შემდგომი გაძლიერების თავიდან ასაცილებლად. ექსპერტთა ზოგადი შეფასებით, მთავრობა და ოპოზიცია თანაბრად არიან პასუხიმგებელნი საზოგადოებაში არსებულ მზარდ პოპულიზმსა და პოლარიზაციაზე. უფრო მეტიც, გამოკითხულთა აზრით ამ ორი გამოწვევის დაძლევა რთული იქნება, რადგან, ისინი ბევრ პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან არიან გადაჯაჭვული.

, , , , , , ,