14/11/2024 GIP

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში: მოლოდინები საქართველოს მიმართ

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-11-14 14:17:02

2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა იმოქმედებს როგორც უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონზე. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, ვინაიდან აშშ-საქართველოს ურთიერთობებმა ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მოიაზრება. ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებისა და რეგიონში რუსეთის გავლენის დაბალანსებისათვის. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულობა მოვლენებმა, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირდება, აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაში გარკვეული დაძაბულობა და სირთულეები წარმოშვა. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რეგიონსა და ქვეყნის როგორც შიდა ისე საგარეო ურთიერთობებზე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) თხოვნით, ექსპერტებმა აშშ-სა და საქართველოდან შემდეგ კითხვებს უპასუხეს:

  • როგორ ფიქრობთ, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები საქართველოსთან ურთიერთობაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ და არის თუ არა მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ სტრატეგიული მხარდაჭერა შეიცვლება? რა ფაქტორებმა შეიძლება იქონიოს გავლენა ამ პროცესზე?
  • როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს საქართველოს ნატოსა და  ევროკავშირში ინტეგრაციაზე და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ახალი ადმინისტრაციისგან დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით?

ექსპერტთა კომენტარი #30 | ნოემბერი 2024

, , , , , , , , , ,