01/02/2024 GIP

ახალგაზრდებზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურებები და მისი გამოწვევები: შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამცხე-ჯავახეთი

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-02-01 12:28:37

ანგარიში აფასებს და აანალიზებს საქართველოს სამ რეგიონში შიდა ქართლში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმებს და მათ ხარისხს, ასევე ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების და მომსახურებების ეფექტიანობას. 

ანგარიშის შესამუშავებლად გამოყენებულია მონაცემების შეგროვების ისეთი მეთოდები, როგორიცაა ფოკუს ჯგუფები სამიზნე რეგიონებში მცხოვრებ მოწყვლად ახალგაზრდებთან და სიღრმისეული ინტერვიუები შიდა ქართლის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლებების, მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

კვლევის თანახმად, სამიზნე რეგიონებში, ძირითად საერთო მიგნებებს წარმოადგენს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების სიმწირე. არსებული პროგრამები ძირითადად სკოლის ასაკის ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და უმეტესწილად კულტურული და სპორტული ღონისძიებებით შემოიფარგლება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს საჯარო სერვისების შეფასების მექანიზმი. საერთო პრობლემაა მუნიციპალური ტრანსპორტის სიმცირე, ან არარსებობა, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით კი შშმ პირებისთვის. მეტიც, სამივე მუნიციპალიტეტში იკვეთება აცდენა ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების შეხედულებებსა და მოლოდინებს შორის, რის გამოც ახალგაზრდული პროგრამები არაეფექტიანია. კვლევის თანახმად, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების და სერვისების გაუმჯობესების და ზოგადად ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად, საკვანძო მნიშვნელობას წარმოადგენს ეფექტიანი უკუკავშირის მექანიზმის არსებობა, იქნება ეს პირისპირ, სატელეფონო, თუ ონლაინ ფორმის. ამგვარად, ანგარიშში ასევე შემოთავაზებულია მუნიციპალური სერვისების შეფასების შესაძლო მექანიზმები და უკუკავშირის სხვა ფორმები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დემოკრატიულ ჩართულობას.

საკვანძო სიტყვები: ახალგაზრდები, მუნიციპალური სერვისები, თვითმმართველობაში ჩართულობა

პროექტის შედეგების ანალიზი | თებერვალი 2024

წინამდებარე ანგარიში მომზადებულია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კეთილსინდისიერებისთვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი შინაარსი შესაძლოა არ ემთხვეოდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და OGP-ის ან ევროკავშირის მოსაზრებებს.

სალომე კანდელაკი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის მენეჯერი და პოლიტიკის ანალიტიკოსი

ნინო ჯიბუტი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის კოორდინატორი

გვანცა იჩქითი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტის კოორდინატორი

, , , ,