25/03/2024 GIP

“ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობისა და სერვისების შეფასების მექანიზმები” – ტრენინგები ბათუმში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, 23-24 მარტს ქალაქ ბათუმში პროექტ “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე – “ახალგაზრდების თვითმმართველობაში ჩართულობისა და სერვისების შეფასების მექანიზმები.” 

ორი დღის განმავლობაში მოწვეულმა ექსპერტებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და ცვლილებების მართვა, მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და სერვისები, აღნიშნული სერვისების პრაქტიკაში დატესტვა და შეფასება. ასევე, ისაუბრეს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე. მონაწილეები სხვადასხვა სიმულაციური თამაშისა თუ პრაქტიკური სავარჯიშოების მეშვეობით სიღმისეულად გაეცნენ აღნიშნულ საკითხებს.

მოწვეული ტრენერები იყვნენ ლიზა სოფრომაძე, ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი და დავით ძიძიშვილი, სამართლის და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი და სიმულაციური და იმიტირებული გათამაშებების ფასილიტატორი.

ორ დღიანი ტრენინგით ბათუმში, პროექტის პირველი, ტრენინგის კომპონენტი დასრულდა. შემდეგი ეტაპი კი  სტაჟირების პროგრამაა, რომელსაც ტრენინგების შერჩეული მონაწილეები გაივლიან სამიზნე რეგიონში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციაში ან მედიაში. აღნიშნული პროექტი კი  მაისში, ახალგაზრდული ფორუმით დასრულდება.

პროექტი ხორციელდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით, “ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კეთილსინდისიერებისთვის” პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,