Author

25/11/2021 თეონა ზურაბაშვილი

არასახელმწიფო აქტორებზე ძალის გამოყენების დელეგირებიდან ,,სუვერენული დემოკრატიის“ იდეამდე

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-11-2021

თეონა ზურაბაშვილი 

2021 წლის 6 ნოემბრისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებული (Interpresnews.ge 2021a) მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან გაკეთდა განცხადება (Publika.ge 2021), რომ ის მხარდამჭერთა მობილიზაციას და ოპოზიციის აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას აპირებს. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი მაგალითია იმ პარადოქსისა, რომელიც მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველოში 2013 წლიდან შეიმჩნევა.

გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში, ის, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოში გამართული საპროტესტო მოძრაობების უმეტესობას აერთიანებს სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ძალადობა და პარალელურად ორგანიზებული კონტრაქციებია. კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფების მშვიდობიანი შეკრების უფლებას თავად სახელმწიფო ლეგიტიმური ძალის გამოყენებით თითქმის არ ზღუდავს (Ombudsman.ge 2020), თუმცა, მშვიდობიანი შეკრებები ან თვითონ ორგანიზატორთა მიერ უქმდება ან მნიშვნელოვნად იზღუდება დროსა და სივრცეში პარალელურად ორგანიზებული კონტრაქციებისგან მომდინარე აშკარა საფრთხის გამო (Civil.ge 2013a, Civil.ge 2013b, რადიო თავისუფლება 2018, რადიო თავისუფლება 2019a, რადიო თავისუფლება 2019b, Tabula.ge 2019a, Civil.ge 2019a, Ombudsman.ge 2020, Civil.ge 2021a). აღსანიშნავია, რომ  მთავრობა ,,ძალადობრივ ჯგუფებს“ შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებად განიხილავს და მათგან მომდინარე საფრთხეებს იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს, რომელშიც გარანტირებულია იმ პირთა უფლება, ვინც საკუთარ შეხედულებებს მშვიდობიანი გზით გამოხატავს (Ombudsman.ge 2020), ხოლო, მოქალაქეების შეკრების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად  და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დასაცავად არ იღებს ქმედით პრევენციულ და პროაქტიულ ზომებს (Ombudsman.ge 2020). ეს გარემოება კი, ტოვებს სივრცეს იმ ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფო კონტრაქციების ორგანიზატორ ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან და სასულიერო პირებთან არაფორმალურად თანამშრომლობს და, ამ გზით, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაში არაპირდაპირად მონაწილეობს.

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • რატომ შეიძლება ნიშნავდეს სახელმწიფოს უმოქმედობა კონტრაქციების მიმართ მის არაპირდაპირ მონაწილეობას შეკრების თავისუფლების შეზღუდვაში?
  • რა მიზანი აქვს არასახელმწიფო აქტორებზე ძალის დელეგირებას საქართველოს კონტექსტში?
  • არასახელმწიფო აქტორებზე ძალის გამოყენების დელეგირება: შიდა ლეგიტიმაცია
  • არასახელმწიფო აქტორებზე ძალის გამოყენების დელეგირება: საგარეო ლეგიტიმაცია
  • ,,სუვერენული დემოკრატიის“ იდეა, როგორც ლეგიტიმაციის ახალი წყარო

პოლიტიკის მემორანდუმი #51 | ნოემბერი 2021

, ,