2024-06-07 18:46:47
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მწვავე გამოწვევების წინაშე დააყენა. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ევროკავშირში გაჩნდა ერთიანობისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაძლიერების საჭიროება. იმისათვის, რომ ნიდერლანდები ამ ერთიანობის ნაწილი ყოფილიყო, მას უფრო მკაფიო ნარატივი უნდა ჩამოეყალიბებინა აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მომავლის შესახებ. ამავდროულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის(EaP) ფარგლებში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ასოცირებული ტრიოს წევრობამ, საქართველოსთვის შექმნა ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მოსაპოვებელი იმპულსი, რამაც 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება გამოიწვია.
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ნიდერლანდებს, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელ წევრს მნიშვნელოვანი ეკონომიკით, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში. თუმცა, ნიდერლანდებს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე, რეალურად, იმაზე ნაკლებ გავლენას ფლობს, ვიფრე ამას თავად აღიარებს (Janning 2019). გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იცვლება ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკაც, განსაკუთრებით ევროკავშირის გაფართოებასთან და აღმოსავლეთ-ევროპასთან დაკავშირებით. თუმცა, ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ძვრებმა, მათ შორის 2023 წლის ჰოლანდიის არჩევნებში გეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე „პარტია თავისუფლებისთვის“(PVV) გამარჯვებამ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა გამოიწვია. წინამდებარე პოლიტიკის მემორანდუმი განიხილავს ევროკავშირის გაფართოების საკითხის ირგვლივ ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკის განვითარებას და იმას, თუ როგორ ჩამოაყალიბა/აყალიბებს აღნიშნული პროცესები ნიდერლანდ-საქართველოს ურთიერთობებს.
პოლიტიკის მემორანდუმი #74 | ივნისი 2024
დ. მ. (დაან) ვან დალენ
სტაჟიორი, საქართველოს პოლიტიკის ინტიტუტი