2022-01-27 16:49:35
Author
ლუკას პუკელისი
Author
მაჟვიდას იასტრამსკისი
ლუკას პუკელისი [1] და მაჟვიდას იასტრამსკისი [2]
წარმოდგენილ ნაშრომში გაანალიზებულია, როგორ შეძლო სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ ლიეტუვაში შეთანხმების მიღწევა და თანამშრომლობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანმა და ცივილიზებულმა გადაცემამ ხელი შეუწყო ლიეტუვის სტაბილური პოლიტიკური სისტემის უზრუნველყოფას და, რაც მთავარია, შექმნა გარანტია, რომ ახალი მთავრობა არ დაიწყებდა არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას. ამ პირობებმა ხელი შეუწყო ქვეყნის ყველა პოლიტიკური აქტორისთვის პრაგმატული სამუშაო გარემოს შექმნას. არანაკლებ მნიშვნელოვანია უპარტიო და პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტების როლი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ლიეტუვაში კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში.
რადგან საქართველოს პოლიტიკური ველისთვის დამახასიათებელია მწვავე პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი, ლიეტუვის გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყოს საქართველოსთვის. ლიეტუვის მაგალითის შესწავლით და გათვალისწინებით ეს ნაშრომი რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პოლიტიკოსებს. ეს რეკომენდაციებია – უპარტიო პრეზიდენტის ფუნქციების გაძლიერება, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება, მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს შორის თანხმობის მიღწევა და კოალიციური შეთანხმებების დეტალების მომზადებაში წვლილის შეტანა.
ასევე, აღნიშნულ პოლიტკის დოკუმენტში:
- ლიეტუვის პარტიული სისტემის მოკლე მიმოხილვა
- ლიეტუვის კოალიციური სამთავრობო კაბინეტების მიმოხილვა
- კოალიციურ პარტიათა შეთანხმებები
- ლიეტუვის საარჩევნო სისტემის ზოგიერთი მახასიათებელი
- პარტიული იდეოლოგიები და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება
- კოალიციური კაბინეტების და ერთიანი მთავრობის ფორმირება
საკვანძო სიტყვები: ლიეტუვა, საქართველო, გამოცდილების გაზიარება, კოალიციების მშენებლობა, დემოკრატია
პოლიტიკის დოკუმენტი #26 | იანვარი 2022