07/11/2017 GIP

იტალიის საგარეო პოლიტიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო

წაიკითხეთ დოკუმენტი

Author

Marco Siddi

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2017-11-07 13:17:39
მარკო სიდი

2000-იანი წლებიდან მოყოლებული ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში იტალიის ეკონომიკური და დიპლომატიური ჩართულობა გაიზარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სავაჭრო და დიპლომატიური კავშირების გაფართოება თან დაერთო იტალიის ხანგრძლივ ურთიერთობას მოსკოვთან, რომელიც კვლავ გრძელდება, მიუხედავად ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისისა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა. იტალიამ მხარი დაუჭირა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას (ესპ), რომელიც რეგიონის მიმართ იტალიის მიდგომის მნიშვნელოვან ჩარჩოს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი უკრაინის კრიზისის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, იტალიამ ერთდროულად დაიწყო, ერთი მხრივ, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის გაძლიერება პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებული პოლიტიკის მიმართულებით და, მეორე მხრივ, ევროკავშირის შიგნით საკუთარი ხედვებისა და ინტერესების ადვოკატირება.

იტალიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის გამოა შეზღუდულია: უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენა იტალიაზე, როგორც ხმელთაშუა ზღვის ქვეყანაზე; იტალიის რესურსები და შესაძლებლობები ადაპტირდეს სწრაფად განვითარებად საერთაშორისო გარემოში; და საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. 2010-იან წლებში, ჩრდილოეთ აფრიკის დესტაბილიზაციამ, საერთაშორისო ტერორიზმის გაძლიერებამ და ლტოლვილთა კრიზისმა დააჩქარა ცივის ომის შემდგომ დამყარებული წესრიგის ტრანსფორმაცია და გამოწვევების წინაშე დააყენა იტალიის მთავარი საგარეო პოლიტიკა, რომლის პრიორიტეტიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაა. ამ სიტუაციას დაემატა რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაც, რომლის შენარჩუნებაც იტალიის პოსტსაბჭოთა სივრცისადმი მიდგომის მთავარ ღერძს წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად, ხსენებული ახლადწარმოშობილი საერთაშორისო გამოწვევები გამოიკვეთა სწორედ მაშინ, როდესაც იტალია ეკონომიკური პრობლემებისა და პოლიტიკური გაურკვევლობის წინაშე დგას.

იტალიის როლი აღმოსავლეთ სამეზობლოში მეტწილად ამ ვრცელ კონტექსტზეა დამოკიდებული და მისი სრულყოფილად აღქმა ვერ მოხდება ფართო საერთაშორისო სურათში ქვეყნის მიერ დაკავებული პოზიციის განხილვის გარეშე. შესაბამისად, წინამდებარე ანალიზი იწყება კონტექსტის მიმოხილვით. შემდეგ იგი კონცენტრირდება რომის ამჟამინდელ მიდგომაზე აღმოსავლეთ სამეზობლოსა და რუსეთის მიმართ, ხოლო დასასრულს, წარმოდგენილია იმ ცვლილებებისა და მოვლენათა განვითარების მიმოხილვა, რაც შესაძლოა მოჰყვეს 2018 წლის იტალიის არჩევნებს.

, , , , , ,