04/03/2020 magda

დიდი და პატარა პარტიები საქართველოში: განსხვავდება თუ არა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2020-03-04 06:14:02

ქართული პოლიტიკური პარტიების მანიფესტები ხშირად მკვლევართა ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა ესაა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა როგორ პოზიციონირებს ესათუის პარტია და რამდენადაა აღნიშნული პოზიციონირება თანხვედრაში ამავე პარტიის იდეოლოგიასთან. პარტიების მანიფესტების ანალიზი და 2016 წლის არჩევნების შედეგები, ერთი მხრივ, ქმნიან პოლიტიკურ ლანდშაფტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მეორე მხრივ, კი პარტიებისთვის სასარგებლო რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას გვაძლევენ. წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც 2016 წლის არჩევნებში მიიღეს მინიმუმ ერთი მანდატი. გამოკვლეულია პოლიტიკური კონკურენციის ექვსი განზომილება: საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ძალაუფლების გადანაწილება, ეკონომიკა, კეთილდღეობის სახელმწიფო და ნაციონალიზმი. სტატიაში მოცემულია რეკომენდაციები ქართული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და დონორი ორგანიზაციებისთვის.

, , , , , , , , , ,