Author

11/05/2023 თეონა ზურაბაშვილი

რა პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ ქალ ამომრჩევლებს საქართველოში?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
11-05-2023

ამომრჩეველთა სხვადასხვა სეგმენტის იდენტიფიცირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ქალია. ემპირიული კვლევებით დასტურდება, რომ ქალ ამომრჩეველს კაცებისგან განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციები და შესაბამისად, განსხვავებული მოლოდინები აქვთ პოლიტიკური პარტიებისგან. დასავლურ დემოკრატიებში მიღებულ ამ მიდგომას,  მოცემულ პოლიტიკის ნარკვევში შემოთავაზებული ანალიზიც მეტწილად ადასტურებს – საქართველოში მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებისთვის უფრო პრიორიტეტული სოციალური და ეკონომიკური საკითხებია. თუმცა, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებთან ერთად, ქალებისთვის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული შემთხვევები. აღნიშნული ფაქტორები კი, თავის მხრივ, ხაზს უსვამენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საჭიროებას, მიზნობრივად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.

დასკვნის სახით, მოცემულ პოლიტიკის ნარკვევში პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულია  რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ამომრჩეველთა ქალი სეგმენტის პრეფერენციების შესწავლა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინება.

საკვანძო სიტყვები: ქალი ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიები, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება.

პოლიტიკის ნარკვევი #50 | მაისი 2023

, , , ,